რუტინაცეა იუნიორი – RUTINACEA JUNIOR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფლაკონი 100მლ

 შემადგენლობა  1½ ჩაის კოვზი (7,5მლ)  5 ჩაის კოვზი (25მლ)
 ექინაცეას ექსტრაქტი  0,90მ  3მგ
 რუტინი  0,75მგ  2,5მგ
 შავი მოცხარის კონცენტრატი  111,6მგ  372მგ
 ჟოლოს წვენი  37,2მგ  124მგ
 ასკილის ექსტრაქტი  7,44მგ  24,8მგ


დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დისტილირებული წყალი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტინის ფისი (შემასქელებელი), ჟოლოს წვენი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მცენარეული იმუნოსტიმულატორი. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენენ იმუნიტეტის სტიმულატორებს.
ჩვენებები:
გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.
მიღების წესები და დოზები:
3 წლამდე ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.
3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 5-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ყოველდღიური მიღებისას 10 დღე ან დღეგამოშვებით 20 დღე.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
უკუჩვენება;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
* აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა ექინაცეა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება დახურულ მდგომარეობაში, 25ºC – ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: AFLOFARM, Poland

გაფრთხილება