მამაკაცის უშვილობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

მამაკაცის უშვილობა. უშვილობა არის ერთი და მეტი წლის განმავლობაში ორსულობის არარსებობა იმ სექსუალური პარტნიორებში, რომლებიც არ იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. მამაკაცის უშვილობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა.

მამაკაცის ფერტილობა შესაძლებელია შემდეგი ფაქტორების შედეგად დაქვეითდეს:

  • შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიები;
  • შარდსასქესო სისტემის ინფექციები;
  • ვარიკოცელე;
  • ენდოკრინული დარღვევები;
  • გენეტიკური გადახრები;
  • იმუნოლოგიური ფაქტორები.

ხშირად მამაკაცის უნაყოფობის მიზეზობრივი ფაქტორის გამოვლენა ვერ ხერხდება (იდიოპათიკური უშვილობა).
ასეთ პაციენტებს ფიზიკური გასინჯვისას და ჰორმონული კვლევების ლაბორატორიული მონაცემებით გადახრები არ აღენიშნებათ.

ამასთანავე ეაკულატის ანალიზში ვლინდება სპერმატოზოიდების რიცხვის შემცირება (ოლიგოზოოსპერმია), სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის დაქვეითება (ასტენოზოოსპერმია) და დიდი რაოდენობის შეცვლილი ფორმის მქონე სპერმატოზოიდები (ტერატოზოოსპერმია). ზოგჯერ ეს ცვლილებები სპერმოგრამაში ერთდროულად აღინიშნება.

პროგნოზული ფაქტორები

უნაყოფობის მკურნალობის პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:

  • უშვილობის ხანგრძლივობა;
  • პირველადი ან მეორადი უნაყოფობა;
  • სპერმოგრამის მონაცემები;
  • პარტნიორის ასაკი და ფერტილობა.

დიაგნოსტიკა

  • პაციენტის ანამნეზის შეგროვებას დიდი მნიშვნელობა აქვს რისკის ფაქტორის, ბავშვობაში გადატანილი დაავადებების, ასევე ცხოვრების წესის თავისებურებების დასადგენად, რომელსაც შესაძლოა მამაკაცის უნაყოფობის განვითარებაში არსებითი წვლილი შეეტანა. მნიშვნელოვანია დადგინდეს, მამაკაცის სხვა პარტნიორი იყო თუ არა წარსულში ორსულად.
  • ზოგადი გასინჯვა მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკის განუყოფელ ეტაპს წარმოადგენს. კერძოდ, უშვილობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ პუნქტებს:
  1. სასქესო ასოს დათვალიერება და პალპაცია, შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის ჩათვლით;
  2. სათესლე ჯირკვლების დათვალიერება და პალპაცია, მათი ზომების განსაზღვრა (უბგ ან ორქიდომეტრიის დახმარებით);
  3. სისხლძარღვებისა და ეპიდიდიმუსის არსებობა და კონსისტენცია;
  4. ვარიკოცელეს არსებობა;
  5. მეორადი სასქესო ნიშნები, ისეთი როგორიცაა სხეულის აგებულება (მამაკაცებში ფართო მხრები, ვიწრო თეძოები), გათმიანება (მამაკაცის ტიპის მიხედვით – წვერულვაშის ამოსვლა, გულმკერდის გათმიანება), სარძევე ჯირკვლების განვითარება (მამაკაცებს ნორმის მიხედვით არა აქვთ განვითარებული).
  • სპერმოგრამა წარმოადგენს მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკის მთავარ მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა განვსაზღვოთ მამაკაცის ფაქტორი ბავშვის ჩასახვის უუნარობაში.
    სათესლე სითხის ანალიზი შეიცავს ინფორმაციას სათესლე სითხის მოცულობაზე, ასევე კონცენტრაციაზე, მოძრაობის უნარსა და მორფოლოგიაზე (ეაკულატში სპერმატოზოიდების შემცველობა, რომელსაც გააჩნია ნორმალური აგებულება და განაყოფირების უნარი).
  • სისხლის ანალიზი ჰორმონებზე (ფმჰ, მლჰ, ტესტოსტერონი).
    დიაგნოსტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჰიპოთალმუსის, ჰიპოფიზისა ან სათესლეების მიერ ჰორმონების გამომუშავების დარღვევისას. აღნიშნული ანალიზის გაკეთება აუცილებელია შემდეგი მდგომარეობისას:
    1. სათესლე სითხის ანალიზში გადახრების არსებობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეინიშნება სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება 10 მილიონ/მლ-ზე ქვემოთ;
    2. ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები;
    3. სხვა კლინიკური მონაცემები, რომელიც მიგვანიშნებს სპეციფიკურ ენდოკრინოპათიაზე.

მინიმალური ჰორმონული შეფასებისთვის აუცილებელია ტესტოსტერონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) შემცველობის განსაზღვრა შრატში.
ტესტოსტერონის დონის დაქვეითებისას განმეორებით ხდება საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონის, ასევე პროლაქტინისა და მალუთეინიზირებელი ჰორმონის (მლჰ) განსაზღვრა.
ტესტოსტერონის, მლჰ, ფმჰ და პროლაქტინის დონის შეფარდება საშუალებას იძლევა, უტყუარად განვსაზღვროთ პაციენტის ენდროკრინული სტატუსი და კლინიკური მდგომარეობა.
ფმჰ-ის ნორმალური დონე, თავის მხრივ არ იძლევა სპერმატოგენეზის დარღვევის არარასებობის გარანტიას, თუმცა ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის თუნდაც მცირედ მომატებული დონე, სპერმატოგენეზის დაზიანების მკაფიო გამოხატულებაა.

  • შარდის ანალიზი ეაკულაციის შემდეგ. უტარდებათ იმ პაციენტებს, რომელთაც ეაკულატის მოცულობა 1 მლ-ზე ნაკლები აქვთ, ასევე ჰიპოგონადიზმის კლინიკური ნიშნების ან ორმხრივი განუვითარებლობის მქონე პაციენტებს.
  • ულტრასონოგრაფია. საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს თესლის გამომტანი გზების ობსტრუქცია, სათესლე პარკის პათოლოგია;
  • ანალიზი სპერმატოზოიდების მორფოლოგიაზე. საშუალებას იძლევა, შეფასდეს განაყოფირების უნარის მქონე სპერმატოზოიდების, კვერცხუჯრედების რიცხვი, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე განაყოფიერება შესაძლებელია მათი მცირე რაოდენობის დროსაც, ამიტომ აღნიშნული მეთოდი ცალკე არ უნდა განიხილებოდეს;
  • დნმ-ის მთლიანობის ტესტირება.
    მიეკუთვნება მრავალი ანალიზის რიცხვს, რომელიც გამოიყენება სპერმის ფრაგმენტაციის ხარისხის შესაფასებლად;
  • ანალიზი ჟანგბადის აქტიურ ფორმებზე.
    ეაკულატში გენერირებადმა ჟანგბადის აქტიურმა ფორმებმა შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს მამაკაცის რეპროდუქციულ პოტენციალზე;
  • სათესლე სითხეში ლეიკოციტების რაოდენობის განსაზღვრა.
    ლეიკოციტების რაოდენობის მომატება მოწმობს ანთებითი პროცესის განვითარებას, რომელიც შეიძლება, უშვილობის მიზეზი გახდეს.
  • გამოკვლევის დამატებით მეთოდებს შეიძლება მივაკუთვნოთ: კვლევა ანტისპერმული ანტისხეულების არსებობაზე, სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობაზე, პოსტკოიტალური ტესტი, ანალიზი სპერმატოზოიდების შეღწევადობაზე, სპერმის ავტომატური ანალიზი, გენეტიკური სკრინინგი, ეაკულატის ბაქტერიული ნათესი და ა.შ.

მკურნალობა

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა დამოკიდებულია მისი წარმოქმნის მიზეზზე.
ამრიგად, შარდსასქესო ტრაქტის ინფექციური დაზიანების დროს გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპია, თერაპია იმუნომოდულატორებით.
შარდსასქესო ორგანოების ანომალიების არსებობისას, ვარიკოცელეს განვითარების შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.

ენდოკრინული დარღვევები ხშირ შემთხვევაში ექვემდებარება ჰორმონულ თერაპიას.

პროფილაქტიკა

მამაკაცის უშვილობის განვითარების პროფილაქტიკურ ზომებს უმთავრესად მიეკუთვნება ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაავადების დროული მკურნალობა, ასევე პირველივე ჩივილების დროს ექიმ-უროლოგთან მიმართვა და ყოველწლიური გეგმიური გასინჯვა. ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე. წყარო : http: // urologi. ge/. https: // www. facebook. com/ urologi. ge/


მამაკაცის უშვილობაამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!


სოც. ქსელები: 1 ,