რეოვირუსი – (რეოვირუსები ლათ. Reoviridae, ინგლისურიდან Respiratory Enteric Orphan Viruses – რესპირატორულ-ნაწლავური ობოლი ვირუსები) — სფერული ვირუსების ოჯახი, რომელთა გენომი შედგება სეგმენტირებული ორჯაჭვიანი რნმ-გან. აღმოჩენილია 1959 წელს. ვირუსული ნაწილაკების დიამეტრია 60-80 ნმ. ვირუსები აგებულია მარტივად, არ გააჩნიათ სუპერკაფსიდა, ზედაპირზე განლაგებულია, წანაზარდების წარმომქმნელი ცილები: VP4, VP7 და ვირუსის კორ-ცილებს VP1, 2, 3, 6. ყოველი მათგანი ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედთან ურთიერთქმედებაში. მრავლდებიან ციტოპლაზმაში. რეოვირუსები განსაკუთრებულად მდგრადი ვირუსებია. ინფექციურ თვისებას ინარჩუნებენ – 20°C-ზე დაახლოებით 2 წელი, 4°C-ზე – 70 დღეზე მეტხანს, 37°C-ზე – 15-20 დღეს. მდგრადებია ეთერის, მჟავების, ფორმალინის მიმართ. რეოვირუსები აინფიცირებენ ახალგაზრდა ცხოველებს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.