ჰეპადნავირუსი – (ჰეპადნავირუსები ლათ. Hepadnaviridae) — ადამიანის და ცხოველების ღვიძლის დაავადების გამომწვევი ვირუსების ოჯახი. ჰეპადნავირუსებს გააჩნიათ პატარა გენომი, ნაწილობრივ ორჯაჭვიანი, ნაწილობრივ კი ერთჯაჭვიანი რგოლოვანი დნმ. გენომი შედგება დნმ-ის ორი განსხვავებული ჯაჭვებისაგან, ერთი დადებითი ჯაჭვია, მეორე კი – უარყოფითი.
ბალტიმორის კლასიფიკაციის მიხედვით, ოჯახი მიეკუთვნება მეშვიდე ჯგუფს, რადგანაც მათი რეპლიკაცია ხორციელდება რნმ-ის სტადიის გავლით. სამი ძირითადი ათვლის ჩარჩოს, კოდირებს 4 გენი, სინთეზირდება: ძირითადი ცილა, ფერმენტი – პოლიმერაზა, ზედაპირული ანტიგენები (preS1, preS2 და S) და ცილა X, რომელიც, სავარაუდოდ, არასტრუქტურულია.
ადამიანების უმრავლესობა, რომელიც კონტაქტშია ვირუსთან, შეუძლია დაავადებას საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს. დანარჩენ პირებში, ვითარდება მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ღვიძლის მწვავე დაზიანებას და იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის პირველად კიბოს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.