პარამიქსოვირუსი – (პარამიქსოვირუსები ლათ. Paramyxoviridae) — Mononegavirales რიგის ვირუსების ოჯახი. ვირიონებს გააჩნიათ სფერული ფორმა. დიამეტრი 150-200 ნმ. გენომი წარმოდგენილია ერთძაფიანი არაფრაგმენტირებული (-) რნმ-ით, რაც ძლიერ ზღუდავს მუტაციებისადმი წინააღმდგობის გაწევას. პარაგრიპის ვირუსების სასიცოცხლო ციკლი, მიმდინარეობს უჯრედის ციტოპლაზმში, გრიპის ვირუსებისაგან განსხვავებით, პარამიქსოვირუსები ტრანსკრიპციისათვის არ საჭიროებენ მ-რნმ-ის დედოს.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.