პარამიქსოვირუსი

პარამიქსოვირუსი –  (პარამიქსოვირუსები ლათ.  Paramyxoviridae) — Mononegavirales რიგის ვირუსების ოჯახი. ვირიონებს გააჩნიათ სფერული ფორმა. დიამეტრი 150-200 ნმ. გენომი წარმოდგენილია ერთძაფიანი არაფრაგმენტირებული (-) რნმ-ით, რაც ძლიერ ზღუდავს მუტაციებისადმი წინააღმდგობის გაწევას. პარაგრიპის ვირუსების სასიცოცხლო ციკლი, მიმდინარეობს უჯრედის ციტოპლაზმში, გრიპის ვირუსებისაგან განსხვავებით, პარამიქსოვირუსები ტრანსკრიპციისათვის არ საჭიროებენ მ-რნმ-ის დედოს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.