აქტინობაქტერია

თურმანიძის მალამო

აქტინობაქტერია (ლათ. Actinobacteria). გრამდადებითი ბაქტერიები ტიპი, გუანინის და ციტოზინის მაღალი შემცველობით, რომელიც მოიცავს 6 კლასს. არიან, როგორც ხმელეთის ისე წყლის ბინადარნი. აქტინობაქტერიები ბაქტერიების დომინანტური ტიპია. აქტინობაქტერიები ბინადრობენ ნიადაგში, მტკნარ და ზღვის წყლებში. ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, ორგანული ნივთიერებების დაშლაში, მაგალითად, ცელულოზისა და ქიტინის და ამით მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის და ნახშირბადის ბრუნვის ციკლებში. შედეგად ნიადაგი მდიდრდება საკვები ნივთიერებებით, რაც აუცილებელია ნეშომპალას წარმოქმნისათვის. აქტინობაქტერიის ზოგიერთი წარმომადგენელი ცხოვრობენ მცენარეებსა და ცხოველების ორგანიზმში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share this...Share on Facebook
    Facebook