აქტიკანდი 30 / ActiCand

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტიკანდი 30 / ActiCand -ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აქტიკანდი 30 / ActiCand-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


აქტიკანდი 30 / ActiCand აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:  აქტიური ინგრედიენტები
– ლიმონმჟავა
– ნატრიუმის ბიკარბონატი
– Lactobacillus fermentum  – 400 მილიონი.
– Lactobacillus acidophilus  – 400 მილიონი
– ფრუქტოოლიგისაქარიდი (ფრუქტოზა)- 332 მგ
– არაბინოგალაქტანი- 273 მგ.

ფარმაკოდინამიკა: ლიმონმჟავა და ნატრიუმის ბიკარბონატი ქმნიან არახელსაყრელ გარემოს  CO2    წარმოქმნით ანაერობული შტამებისათვის.
ლაქტობაქტერიები, Lactobacillus fermentum, Lactobacillus acidophilus, რომლითაც დასახლებულია ვაგინალური ლორწოვანი გარსი, ქმნიან ეკოლოგიურ ბარიერს და ხელს უშლიან პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების გამრავლებას. ლაქტობაქტერიები ახდენენ საშოს рН-ის ნორმალიზაციას (4-4,5) და ხელს უწყობენ რძემჟავას ნორმალური დონის შენარჩუნებას, რაც არახელსაყრელ გარემოს ქმნის მჟავას მიმართ მგრძნობიარე პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისთვის.  შედეგად, ხდება მიკროფლორის დარღვეული ბალანსის აღდგენა.
ფრუქტოოლიგისაქარიდი  ფრუქტოზა წარმოადგენს საკვებ დანამატს ლაქტობაქტერიებისათვის.
არაბინოგალაქტანი -მედიცინაში გამოიყენება, როგორც ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება. ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს სხვადასხვა ინფექციური აგენტის მიმართ. აგრეთვე აღსანიშნავია მისი, როგორც კატალიზატორის ფუნქცია პრეპარატის კლინიკურ ეფექტურობაში.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი არ შეიწოვება საშოდან, ამიტომ არ ახდენს ორგანიზმზე სისტემურ ზემოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიების კოლონიზაციის უნარი ძლიერდება მასში შემავალი არაბინოგალაქტანის ხარჯზე და კლინიკური ეფექტი იწყება 30 წუთის შემდეგ.

ჩვენებები
• საშოს სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი)
• სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ვულვოვაგინიტი
• ანტიბიოტიკო, ქიმიო  და სხივური თერაპიის შემდგომი, აგრეთვე ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებით განპირობებული დისბაქტერიოზი
• სამეანო ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტული მანიპულაციების შემდგომი, აგრეთვე პოსტოპერაციული გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
• გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისთვის მომზადება
• რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით
• საშოს სიმშრალე (მ.შ. კლიმაქტერიულ პერიოდში)

მიღების წესები და დოზები:
1 სანთელი 1 ჯერ ღრმად საშოში საღამოს 5 დღე.  შემდეგ მე-8, მე-11 და მე-15 დღეს 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ვაგინალურად.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოშვების ფორმა:   1,3 გრ-ისნი N 8 ვაგინალური კაფსულა შეფუთვაში

გამოშვების ფორმა: 1,3 გრ ვაგინალური კაფსულა N8

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ITALFARMACO S.p.A. იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook