ბებიფენი / Bebifen

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბებიფენი / Bebifen-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): იბუპროფენი, პარაცეტამოლი/  ibuprofen, paracetamol

ბებიფენი / Bebifen-ის  ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეზიური, სიცხის დამწევი საშუალება.


ბებიფენი / Bebifen აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ყოველი 5 მლ სუსპენზია შეიცავს
იბუპროფენი ბფ 100 მგ
პარაცეტამოლი ბფ 162,5 მგ
ფერი: Ponceau 4R

დამხმარე საშუალებები:  საქაროზა, ასპარტამი, ლიმონმჟავა, კროსპოვიდონი, პოლისორბატი 80, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, კოლოიდური უწყლო სილიკა, ნატრიუმის მეთილ ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის CMC, Ponceau 4R, მარწყვის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბებიფენი არის იბუპროფენისა და პარაცეტამოლის კომბინაცია არომატიზებულ სიროფის ფუძეში, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ თერაპიულ დადებით მოქმედებას სიცხის დამწევი და ანალგეზიური ეფექტების განვითარებით.
პარაცეტამოლი არის ანალგეზიური-სიცხის დამწევი საშუალება, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური თვისებები, რასაც განაპირობებს პარაცეტამოლის მოქმედება სიცხის რეგულაციის ჰიპოთალამუსის ცენტრზე და მისი შესაძლებლობა, მოახდინოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება.

პარაცეტამოლი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 10-60 წუთში. პარაცეტამოლის დაახლოებით 25% უკავშირდება პლაზმურ ცილებს. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ძირითადად ექსკრეტირდება შარდში გლუკორონიდისა და სულფატის კონიუგატების სახით. 5%-ზე ნაკლები ექსკრეტირდება. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-4 საათს.
იბუპროფენი არის ციკლოოქსიგენაზას არასელექციური ინჰიბიტორი, ცოგ-1 და ცოგ-2-ის გადაბმული ვარიანტი.
იბუპროფენი კარგად აბსორბირდება პერორალურად, პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 2 საათი.

ჩვენებები
ბებიფენი გამოიყენება ტკივილის, ცხელების (მაღალი ტემპერატურის) მოსახსნელად, მათ შორის პოსტ-იმუნიზაციური ცხელების, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კუნთების ტკივილის მოსახსნელად, თავის ტკივილის, ყურის ტკივილის, კბილის ტკივილის, სხეულის ტკივილის სიმპტომატური მოხსნისთვის და გაცივებისა და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად. შეიძლება გამოყენებული იყოს მცირე ტრავმებისას, როგორიცაა დაჭიმულობები.

უკუჩვენებები
ბებიფენი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების, ბრონქოსპაზმის, თირკმლის უკმარისობის დროს და პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავური დარღვევები, ჰეპატოტოქსიკურობა, პეპტიკური წყლული, გულისრევა და ღებინება. გვერდითი ეფექტების სიმპტომები უნდა მოიხსნას პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუ სიმპტომები კვლავ სახეზე იქნება, კონსულტაციისთვის მიმართ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ანტაციდებმა შეიძლება დააქვეითონ ბებიფენის პერორალური აბსორბცია. იბუპროფენისა და სპირინის ერთდროული მიღება ზოგადად რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მან შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტები. იბუპროფენმა შეიძლება შეამციროს ფუროსემიდის და თიაზიდის ნატრიურეტიკული მოქმედება. ამიტომ, მათი ერთდროულად მიღება არ შეიძლება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბებიფენის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პარაცეტამოლის მიმართ ალერგიული რეაქციის მქონე პაციენტებში.
ბებიფენი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
სუსპენზია განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისათვის. გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს.

დოზირება და მიღების წესი
• 10-12 წლის ასაკის ბავშვებში (30 – 40 კგ) – 15 მლ დღეში 3-ჯერ.
• 7-9 წლის ასაკის ბავშვებში (21-29კგ) –10მლ დღეში 3-ჯერ.
• 4-6 წლის ასაკის ბავშვებში (16-20კგ) –7,5მლ დღეში 3-ჯერ.
• 1-3 წლის ასაკის ბავშვებში (10-15კგ) –5მლ დღეში 3-ჯერ.
• 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში (7.7-9 კგ) –2,5მლ დღეში 3-ჯერ.

ჭარბი დოზირება
ბებიფენის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება და ზოგჯერ თირკმლის მწვავე ტუბულარული ნეკროზი. მნიშვნელოვანია აცეტილცისტეინით ან ეთიონინით მკურნალობის სწრაფად დაწყება. სწრაფი ემეზისისთვის შეიძლება ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა, მიღებულ იქნას აქტივირებული ნახშირი (1-2 გ/კგ ბავშვებში) ან ოსმოტური საფაღარათე საშუალება.

წამლის ფორმა და შეფუთვა
100 მლ ბოთლი შეფუთულია ნაბეჭდ გარეთა კოლოფში ჩანართ ფურცელთან ერთად.

შენახვა
• ინახება გრულ, მშრალ ადგილას, 30°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
• ინახება მზის პირდაპირი სინათლისაგან დაცულ ადგილას.
• ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პერიოდი
3 წელი წარმოების თარიღიდან.

გამოშვების ფორმა: (100მგ + 162,5მგ)/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფლაკონი №1 ამზომი ჭიქით
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ratnamani healthcare pvt. ltd. ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook