ბენოსენი / Benosen

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბენოსენი / Benosen-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბენოსენი / Benosen-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები


ბენოსენი / Benosen აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
სვიის ექსტრაქტი  (Humulus lupulus)-150 mg., L-თეანინი-100 mg., ვალერიანის ექსტრაქტი(Valeriana Officinalis)-50 mg.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:  ბენოსენი მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს დაღლილობისა და სტრესის მოხსნას, ორგანიზმის მოდუნებას, აადვილებს ჩაძინებას და უზრუნველჰყოფს მშვიდ ძილს.  ამცირებს ღამით გამოღვიძებების სიხშირეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
L-თეანინი -ამინომჟავაა, რომელიც მიიღება მწვანე ჩაის ფოთლებიდან.  L-თეანინი არის გამა-ამინო-ბუტირის მჟავას წინამორბედი, მონაწილეობს შეკავების რეაქციებში და იცავს ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან. ვალერიანის ექსტრაქტი – ხასიათდება სპაზმოლიზური, სედაციური და კარდიოტონური მოქმედებით. სვიის ექსტრაქტი (Humulus lupulus) – მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება უძილობისა და ზომიერი დეპრესიების დროს. ვალერიანისა და სვიის ექსტრაქტების მოქმედება აძლიერებს პრეპარატის სედაციურ ეფექტს.

ჩვენებები
*რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა
*სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა

*შფოთვა, ნევროზი, მომატებული აგზნებადობა და გაღიზიანებედობა

*დეპრესია (კომპლექსური თერაპია)
*მენოპაუზასთან დაკავშირებული ნერვული და ემოციური დაძაბულობა
*მშობიარობის შემდგომი ნევროზები;

აუმჯობესებს ძილის ხარსხს; გააჩნია რელაქსაციური ეფექტი; ხანგრძლივი გამოყენებისას ხსნის მუდმივ ფსიქიკურ დაძაბულობას;

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზირება: 12 წლიდან 1-2 აბი დღის განმავლობაში ან 1-2 აბი ძილის წინ ნახევარი საათით ადრე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: Walmark, ჩეხეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook