ბეპანთენი (კრემი) – BEPANTEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბეპანთენი (კრემი) – BEPANTEN-ის  კლინიკურფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქსოვილთა რეგენერაციის სტიმულატორი;

ბეპანთენი (კრემი) – BEPANTEN-ის  საერთაშორისო დასახელება: დექსპანთენოლი


ბეპანთენი (კრემი) – BEPANTEN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგანლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი
ერთი გრამი კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსპანთენოლი……………..    50 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: DL – პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, ამფიზოლი K, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ლანოლინი, იზოპროპილ მირისტატი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა – რბილი, ელასტიური, ჰომოგენური, მკრთალი კრემი, თეთრიდან მკრთალ ყვითელ ფერამდე სუსტი სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დექსპანთენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დაზიანებული კანის საფარველის ფორმირებაში, ასევე შეხორცებაში. ბეპანთენის კრემი სწრაფად შეიწოვება.

გამოყენების ჩვენება:
მსუბუქი დაბეჟილობების, მზის დამწვრობების, ნაწოლების, გაწითლების, გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. კანის საფარველის სიმშრალისა და ნახეთქების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის მეძუძური ქალის სარძევე ჯირკვლები). გარემო ფაქტორებით დაზიანებული კანის საფარველის ყოველდღიური მოვლა (მაგალითად ხელების, იდაყვის მოხრის ადგილების).

მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი. ბეპანთენის კრემის თხელ ფენას ისვამენ დღეში 1-2 ჯერ წინასწარ გასუფთავებულ, მშრალ კანზე და მსუბუქად შეიზელენ.

უკუჩვენება:
ბეპანთენის კრემის გამოყენება არ შეიძლება პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი)

გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:
ბეპანთენის გამოყენება შეიძლება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე გამოსახული შენახვის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: ბაიერ კონსიუმერ კერ აგ, შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook