ბეტალონ 100 / BETALON 100

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბეტალონ 100 / BETALON 100-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბეტალონ 100 / BETALON 100-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატები


ბეტალონ 100 / BETALON 100 აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

B ვიტამინების ყველაზე სრულყოფილი კომპლექსი
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი)…………….. 100მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)…………………… 100მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინი)…………………………….100მგ
ვიტამინი B4 (ქოლინი)………………………….. 100მგ
ვიტამინი B5 (პანთოტენის მჟავა)……………… 100მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)………………….. 100მგ
ვიტამინი B7 (ბიოტინი)…………………………. 100მკგ
ვიტამინი B8 (ინოზიტოლი)…………………… 100მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)………………. 400მკგ
ვიტამინი B10 (პარაამინოტენზის მჟავა)…….. 100მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)…………….. 100მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტალონ 100 – ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფას.
ბეტალონ 100 შეიცავს ვიტამინ B1, რომელიც აუცილებელია ნახშირწყლებიდან ენერგიის მისაღებად. ამ ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით და ორგანიზმის გამოფიტვით;
ბეტალონ 100 – ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და განვითრებას ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. აუმჯობესებს მეხსიერებას.
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ბეტალონ 100– აქვს ჰიპოლიპიდემიური მოქმედება: მასში შემავალი ვიტ. B3, B4, B5, B8 მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს ახდენს VLDL-ის და LDL-ის სტრუქტურის ნორმალიზაციას. ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას, ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე.
ბეტალონ100 – აქვს გამოხატული ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. იცავს ღვიძლს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. ზრდის ღვიძლში ქოლინის შემცველობას და აფერხებს ცხიმოვან ინფილტრაციას. ხელს უშლის ფიბროზის წარმოქმნას ღვიძლში;
ბეტალონ 100 – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას: მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობს ცილოვან, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, ამინომჟვების, პურინების მეტაბოლიზმში. ცვლის სისხლის რეოლოგიურ მაჩვნებლებს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. ვიტ. B3, B5, B8 ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის და სასქესო ჰორმონების სინთეზს.
ბეტალონ 100 – აძლიერებს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას:
აუმჯობესებს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებას. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აწესრიგებს ძილს, მონაწილეობს ანტისხეულების სინთეზში.
ხელს უწყობს ნორმალური მინერალური სტატუსის შენარჩუნებას და მიჩნეულია როგორც ანტისტრესული ნაკრები.
ბეტალონ 100 – სასრგებლოა სტრესის, დეპრესიისა და კარდიოვასკულარული დაავადებების მიზეზებთან და სიმპტომებთან საბრძოლველად.
ბეტალონ 100 – აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
ბატალონ 100 – როგორც ნეიროტროპული ვიტამინური კომპლექსი აჩქარებს ტკივილის რეგრესს.
ბეტალონ 100 – ინარჩუნებს ჯანმრთლ კანსა და თმას.
ბეტალონ 100 – არის მნიშვნელოვანი დეტოქსიკანტი და ანტიოქსიდანტი.

ჩვენებები
• ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა;
• მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება;
• ძილის დარღვევები;
• ინფექციების პროფილაქტიკა;
• პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი;
• გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• კარდიონევროზი; სხვადასხვა სახის დიეტა;
• ალკოჰოლიზმი; მწეველობა;
• სულფანილამიდების ანტიტუბერკულოზური პრეპარატების, სტეროიდების მიღება;
• ღვიძლის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საუზმის შემდეგ

უკუჩვენება
BETALON® (Vitamin B 100) შემადგენლობაში შემავალმა B2 ვიტამინმა შესაძლებელია გამოიწვიოს შარდის გამუქება რაც უსაფრთხოა და მიუთითებს პრეპარატის უტილიზაციაზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები # 50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook