ბიოლაქტინი / Biolaqtine

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიოლაქტინი / Biolaqtine-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიოლაქტინი / Biolaqtine-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


ბიოლაქტინი / Biolaqtine აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


5 მლრდ.ცოცხალი ლაქტობაქტერიები (პრობიოტიკი) B. coagulans, L. helveticus, L. rhamnosus + B ჯგუფის ვიტამინები + ინულინი (პრებიოტიკი)+ მოცვი

ლაქტობაქტერიები (პრობიოტიკი), ინულინი და ფრუქტოოლიგოსაქარიდები (პრებიოტიკები) ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსს. ვიტამინები B2 და PP ხელს უწყობენ ჯანმრთელი კანის შენარჩუნებას და B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად ეხმარება ნორმალურ ენერგიულ მეტაბოლიზმს, მოცვის ექსტრაქტს ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

Probiocap-დაპატენტებული ტექნოლოგიაა, რომელიც გულისხმობს ფერმენტების ინკაპსულაციას, რაც უზრუნველყოფს “ტრანზიტს” კუჭის მჟავე გარემოს გავლით “პრობლემურ” ნაწლავში.
B-ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ენერგეტიკული მეტაბოლიზმის აღდგენას.

მოცვი მდიდარია პოლიფენოლებით და ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. პრობიოტიკებთან კომბინაციაში მოცვი ამცირებს ანთებით პროცესებს (განსაკუთრებით წყლულოვან კოლიტს და კრონის დაავადება), და ხელს უწყობს სასარგებლო ბატერიების ზდრაში.

რეკომენდირებულია დღეში 1 ფლაკონის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დღეში 2 ფლაკონი. შესაძლებელია სასმელის შიგთავსი განზავდეს ოთახის ტემპერატურაზე. იდეალურია, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ჭამის დროს მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით:
• 0-2 წლამდე: 0,5 -1 ფლ. 1-2-ჯერ დღეში
• 2-12 წლამდე: 1-2 ფლაკონი 1-ჯერ დღეში
• 12 წლის ზევით და მოზრდილებში: 1-2 ფლაკონი 1-2 -ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში საკვებში გარევა.

გახსნის წესი:
1. მოხრახნეთ სახურავი მანამ, ვიდრე ბეჭედი (ლუქი) არ გატყდება;
2. კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი;
3. მოხსენით სახურავი და დაუყოვნებლივ დალიეთ გახსნილი პროდუქტი.
შემადგენლობა:
1 განზავებული ფლაკონისთვის:
პრებიოტიკული ბოჭკოები: 1 გრ.
• (ინულინი, FOS -პოლიოლიგოსაქარიდები)
• მოცვი 1,0 გრ.
სულ ლაქტობაქტერიები (პრობიოტიკი): 5×109
• L. rhamnosus 2.4×108
• L. helveticus 2.0×108
• B. coagulans (კოაგულანსი) 4.55×109
ვიტამინები:
• ვიტამინი B1 0,6 მგ.
• ვიტამინი B2 0,8 მგ.
• ვიტამინი B6 0,6 მგ.
• ვიტამინი B12 0,6 მკგ.
• ვიტამინი PP 5 მგ.
• კალციუმის პანტოტენატიB5 2 მგ.

ჩვენებები:
• დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში
• ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით, ჰორმონალური თერაპიით მკურნალობის დროს განვითარებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• მწვავე ბაქტერიული ან ვირუსული ნაწლავური ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში
• საჭმლის მონელების დარღვევები: ყაბზობა, დიარეა, გულის რევა, მეტეორიზმი.
• კვებითი ინტოქციაკაცია
• მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტი (მათ შორის წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება)
• ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპიაში (გაღიზიანებული ნაწლვის სინდრომი, ვირუსული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, დუოდენიტი, პანკრეატიტი)
• კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი
• კვების ცვლილებებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის პრობლემები ბავშვებში
• იმუნიტეტის დაქვეითება და შეწოვის დარღვევები

გამოშვების ფორმა: 5 მლრდ-ანი 9 მლ-იანი N10 ფლაკონი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SELLA, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook