ბიოსედატი / Biosedat

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბიოსედატი / Biosedat-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბიოსედატი / Biosedat-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები, ფიტოპრეპარატები


ბიოსედატი / Biosedat აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
პასიფლორას ექსტრაქტი – 190 მგ
მაგნოლიის ექსტრაქტი – 25 მგ
უნაბის ექსტრაქტი – 100 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი – 100 მგ
მელატონინი – 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მელატონინი – წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედაციური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს. პასიფლორა (Passiflora incarnata) – აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.
მაგნოლია (Magnolia officinalis) – აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზური მოქმედება.
ბარამბო (Melissa officinalis) – აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედაციური და ჰიპოტენზიური მოქმედება.
უნაბი (Zyzyphus) – აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედაციური მოქმედება.

ჩვენებები
– უძილობა, ძილის დარღვევები
– ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, ხელების ტრემორი)
– ქრონიკული სტრესი, ნევროზი, ნევრასთენია
– ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია
– პრემენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი
– ანორექსია, ბულემია
– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
– ქავილით მიმდინარე დერმატოზები

მიღების წესები და დოზები
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე.

უკუჩვენება
არტერიული ჰიპოტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; 15 წლამდე ასაკი. არ არის რეკომენდებული ორსულებში.

განსაკუთრებული მითითებები
შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: DIFASS S.A. იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook