ბორასიდი / BORASID

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბორასიდი / BORASID-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბორასიდი / BORASID-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის


ბორასიდი / BORASID აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ყურის წვეთები: პოლიეთილენის ფლაკონში აპლიკატორით 10 მლ.
1 ფლ.
ბორის მჟავა….. 0.23 გ
ტირიფის ქერქის მშრალი ექსტრაქტი… 1.18 გ
გლიცერინი….. 83.02 გ
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბორაციდის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გამოხატული აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ასევე – დამარბილებელი, შეშუპების საწინააღმდეგო და გამოშრობის ეფექტი.  ბორაციდის ყურის წვეთები ჩაწვეთებისას თხელი ფენის სახით ამოფენს გარეთა სასმენ მილს და უზრუნველყოფს ეპითელიუმის როგორც დაცვას და აღდგენას, ასევე გაწმენდას.  ბორაციდის გამომშრობი ეფექტი უზრუნველყოფს გარეთა სასმენ მილში არსებული უცხო სხეულის (მაგალითად გოგირდის საცობი) დიამეტრის შემცირებას, ხოლო მისი დამარბილებელი ეფექტი აიოლებს სასმენი მილის გასუფთავებას უცხო სხეულებისგან, სიმშრალის დროს კი – გოგირდის ნარჩენებისგან.

ჩვენებები
ბორაციდის გამოყენება ეფექტურია გარეთა ოტიტების დროს,  როდესაც დარღვეული არ არის დაფის აპკის მთლიანობა (მათ შორის დიფუზური ოტიტის და გარეთა სასმენი მილის ეგზემის დროს).

დოზირების რეჟიმი
გარეთა სასმენი მილიდან უცხო სხეულის (მათ შორის გოგირდის საცობის) ამოსაღებად ინიშნება – 1-2 დღის განმავლობაში:
2-6 წლამდე: 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში.
6-12 წლამდე: 4-5 წვეთი 3- ჯერ დღეში.
12-18 წლამდე: 5-6 წვეთი 3-ჯერ დღეში.
18 წლის ზევით: 5-6 წვეთი 3-ჯერ დღეში.
დაფის აპკის დარღვევის გარეშე მიმდინარე ოტიტის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს:
2-6 წლამდე: 2-3 წვეთი 3- ჯერ დღეში.
6-12 წლამდე: 3-4 წვეთი 3 -ჯერ დღეში.
12-18 წლამდე: 3-4 წვეთი 3- ჯერ დღეში.
18 წლის ზევით: 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სადღეღამისო მაქსიმალურად გამოყენებადი დოზა შეიცავავს 1 მგ ბორზე ნაკლებს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბორის ეს რაოდენობა არ ახდენს გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუ პრეპარატი გამოყენებული იქნება ექიმის ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდებული დოზირების რეჟიმით.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: S.C. Biofarm S.A. რუმინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook