ბრიტომარი / Britomar

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტორასემიდი/torasemide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზულები. “მარყუჟოვანი” დიურეზულები. სულფანილამიდური დიურეზულები.

ათქ კოდი: C03CA04

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას – 5 მგ ან 10 მგ ტორასემიდს,
დამხმარე ნივთიერებებს: გუარის გუმფისი, სიმინდის სახამებელი, კრემნიუმის
დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

აღწერილობა
მრგვალი ორმხრივამობურცული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს “SN” გრავირებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა:
ტორასემიდის პროლონგირებული ფორმა უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების თანდათანობით გამოთავისუფლებას, ამცირებს რა სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის ცვლილებებს, დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ტორასემიდის ჩვეულებრივ ფორმასთან შედარებით.

შეწოვა
პროლონგირებული ფორმის შედარებითი ბიოშეღწევადობა ჩვეულებრივთან შედარებით შეადგენს დაახლოებით 102%-ს პრეპარატის რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ. აქტიური ნივთიერება შეიწოვება ღვიძლში პირველი გავლის შეზღუდული ეფექტით; მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 1,5 საათის განმავლობაში. საკვებთან ერთდროული მიღება ამცირებს Cmax 21%-ით და საერთო ბიოშეღწევადობას 11%-ით. მაგრამ, ამ შემცირების მიუხედავად, საკვების ზეგავლენა აბსორბირებული პრეპარატის რაოდენობაზე ითვლება უმნიშვნელოდ. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე.

განაწილება
ტორასემიდის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. ტორასემიდის განაწილების მოცულობაა 12-დან 15 ლიტრამდე ჯამრთელ ინდივიდუმებსა და პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით ან გულის შეგუბებითი უკმარისობით. პაციენტებში ღვიძლის ციროზით განაწილების მოცულობა პრაქტიკულად ორმაგდება.

მეტაბოლიზმი
მთავარი მეტაბოლიტი – კარბონის მჟავას წარმოებული, წარმოადგენს ბიოლოგიურად არააქტიურ ნივთიერებას. ორ სხვა მეტაბოლიტს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნებიან უმნიშვნელო რაოდენობით, გააჩნიათ რამდენადმე დიურეზული აქტივობა, მაგრამ მათი კონცენტრაციები ძალიან მცირეა იმისათვის, რომ მოახდინონ რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური მოქმედება.

გამოყოფა
ტორასემიდის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (t 1/2) ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს 4 საათს. ტორასემიდი გამოიდევნება სისხლის მიმოქცევიდან, ექვემდებარება რა მეტაბოლიზმს ღვიძლში (საერთო რაოდენობის 80%), და გამოიყოფა შარდით (საერთო რაოდენობის დაახლოებით 20% პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით). იმის გათვალისწინებით, რომ ტორასემიდის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით ნეფრონის მილაკებში მოხვედრილი ნივთიერების რაოდენობა ძალიან მცირეა. ტორასემიდის თირკმლისმიერი კლირენსი ხორციელდება, ძირითადად, ნაერთის აქტიური სეკრეციის ხარჯზე პროქსიმალურ მილაკებში.
პაციენტებში დეკომპენსირებული შეგუბებითი გულის უკმარისობით დაქვეითებულია პრეპარატის ღვიძლისმიერი და თირკმლისმიერ კლირენსი, სავარაუდოდ ღვიძლში შეგუბებითი მოვლენების და თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირების ხარჯზე, შესაბამისად. ასეთ პაციენტებში, ტორასემიდის საერთო კლირენსი 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ჯანმრთელ ინდივიდუმებში, ნახევრად გამოყოფის პერიოდი კი და ფართობი “კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ (AUC) შესაბამისად უფრო მაღალია.
შემცირებული თირკმლისმიერი კლირენსის გამო, სისხლის ნაკადში მოხვედრილი პრეპარატის უმცირესი ნაწილი აღწევს თავის მოქმედების ადგილს მილაკის სანათურში, ამიტომ პრეპარატის ამ დოზისათვის ნატრიურეზი პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით უფრო დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ ინდივიდუმებში.
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, ტორასემიდის თირკმლისმიერი კლირენსი შესამჩნევადაა შემცირებული. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ აისახება პრეპარატის საერთი კლირენსზე. სისხლის ნაკადში მოხვედრილი პრეპარატის მცირე რაოდენობა აღწევს თავისი მოქმედების ადგილს მილაკის სანათურში, ამიტომ დიურეტიკის ნატრიურეზული ეფექტი შემცირებულია. შარდმდენი ეფექტი თირკმლის უკმარისობის დროს შეიძლება მაინც მიღწეული იქნას პრეპარატის დიდი დოზების დანიშვნით.
ტორასემიდის საერთო კლირენსი და მისი ნახევრად გამოყოფის პერიოდი რჩება ნორმალური თირკმელების დავქითებული ფუნქციის შემთხვევაში, ღვიძლში ნივთიერების მეტაბოლიზმის ხარჯზე.
პაციენტებში ღვიძლის ციროზით პრეპარატის განაწილების მოცულობა, ნახევრად გამოყოფის პერიოდი და თირკმლისმიერი კლირენსი მომატებულია, მაგრამ საერთო კლირენსი ძველებურად შეუცვლელი რჩება.
ტორასემიდის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ხანდზმული ასაკის პაციენტებში მსგავსია ასეთისა ახალგაზრდა პირებში, იმის გამოკლებით, რომ ადგილი აქვს პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითებას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დამახასიათებელი დაქვეითების გამო. ამასთან საერთო კლირენსი და ნახევრად გამოყოფის პერიოდი რჩება უცვლელი.

ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ტორასემიდი წარმოადგენს “მარყუჟოვან” დიურეზულს. ტორასემიდი მოქმედებს
ჰენლეს მარყუჟის აღმავალი მუხლის მსხვილი სეგმენტის შიდა ზედაპირზე, სადაც
აინჰიბირებს Na+/K+/2Cl-სატრანსპორტო სისტემას.
პრეპარატი აძლიერებს ნატრიუმის, ქლორის და წყლის ეკსკრეციას, არ ახდენს რა შესამჩნევ ზეგავლენას გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე, თირკმლისმიერ სისხლის ნაკადზე ან მჟავა-ტუტოვან ბალანსზე.

კლინიკური ეფექტები
ბრიტომარი გამოთავისუფლდება პროლონგირებულად, ამის წყალობით დიურეზი იწყება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მინიმუმის 3-6 საათის შემდეგ მიღწევით, ეფექტი გრძელდება 8-დან 10 საათამდე. ჯანმრთელ პირებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ბრიტომარის ერთჯერად დოზას, პასუხის დამოკიდებულება დოზაზე, ნატრიუმის ეკსკრეციის მიმართ, იყო ხაზოვანი 2,5-დან 20 მგ-მდე დოზირების დროს. კალიუმის ეკსკრეციის ზრდა ძალიან უმნიშვნელოა 10 მგ დოზის შემთხვევაში და უმნიშვნელოდ იზრდება 5-10 მილიგრამ-ექვივალენტამდე 20 მგ დოზირების დროს.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ბრიტომარი ამცირებს არტერიულ წნევას 5- 10 მგ დოზით დღეში ერთხელ გამოყენებისას. მკურნალობის 4-6 კვირის შემდეგ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი პრაქტიკულად აღწევს თავის მაქსიმუმს, მაგრამ შეიძლება გაძლიერდეს 12 და მეტი კვირის განმავლობაში. პრეპარატის მიღების შედეგად მცირდება სისტოლური და დიასტოლური წნევა მწოლიარე და მდგომარე პოზიციაში. მნიშვნელოვანი ორთოსტატური ეფექტი არ არსებობს. ჩვეულებრივი ტორასემიდის და სამკურნალო ნოვთიერების პროლონგირებული გამოთავისუფლებით პრეპარატის ფორმის კლინიკური ეფექტების შედარებამ აჩვენა, რომ უკანასკნელი ახდენდა არანაკლებ ეფექტს დიასტოლური წნევის დაქვეითებაზე, და ორივე პრეპარატის სისტოლური წნევის დაქვეითების ხარისხი ასევე მსგავსი იყო.
პრეპარატმა სამკურნალო ნივთიერების პროლონგორებული გამოთავისუფლებით აჩვენა უფრო დიდი ეფექტურობა პაციენტებში კონტროლირებადი არტერიული წნევით მკურნალობის სამი თვის შემდეგ ტორასემიდის ჩვეუმებრივ ფორმასთან შედარებით.
როდესაც ბრიტომარი ინიშნება პირველად, ნატრიუმის გამოყოფა შარდით ძლიერდება, მინიმუმ, პრეპარატის მიღების პირველი კვირის განმავლობაში. მუდმივი მიღებისას, ადარებენ ნატრიუმის შარდით დაკარგვას მის რაოდენობასთან, რომელიც საკვებით მიეწოდება. პრეპარატის ბრიტომარი მკვეთრი მოხსნისას, რამდენიმე დღის განმავლობაში, არტერიული წნევა ბრუნდება იმ დონეზე, რომელიც იყო მკურნალობის დაწყებადე, მისი გადაჭარბების გარეშე.

გამოყენების ჩვენებები
– შეშუპების სინდრომი გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმელების და ღვიძლის დაავადებების შედეგად;
– ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გამოყენების წესი და დოზირება
ბრიტომარი, ტაბლეტები პროლონგირებული მოქმედებით ინიშნება შიგნით 1 ჯერ დღეში, საკვებსი მიღების მიუხედავად, დაღეჭვის გარეშე, სითხის მცირე რაოდენობის დაყოლებით.
გულის ქრონიკული უკმარისობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 10-20 მგ 1 ჯერ დღეში. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან დაახლოებით ორჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 20 მგ 1 ჯერ დღეში. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის დროს დოზას ზრდიან დაახლოებით 2 ჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.
ღვიძლის ციროზი
პრეპარატ ბრიტომარის ჩვეულებრივ საწყის დოზას 5 – 10 მგ-ს იღებენ 1 ჯერ დღეში ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ან სხვა კალიუმშემანარჩუნებელ დიურეტიკებთან ერთად. საჭირო შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან დაახლოებით ორჯერ ადექვატური დიურეზული პასუხის მიღებამდე.
არტერიული ჰიპერტენზია
ჩვეულებრივი საწყისი დოზა – 5 მგ 1 ჯერ დღეში. თუ არტერიული წნევის საჭირო დაქვეითება ვერ იქნა მიღწეული 4-6 კვირის მანძილზე, საჭიროა დოზის 10 მგ-მდე გაზრდა 1 ჯერ დღეში, და თუ ეს დოზა არ იძლევა საჭირო ეფექტს, სამკურნოლო სქემაში საჭიროა სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დამატება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური შერჩევა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევები
ტორასემიდის თირკმლისმიერი კლირენსი შეიძლება დაქვეითებული იყოს ავადმყოფებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით, ამიტომ სასურველი დიურეზული ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მაღალი დოზები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ პაციენტებში ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობით ტორასემიდის მომატებული კლირენსი შეიძლება კომპენსირებული იქნას ნატრიურეზის შემცირებით.

გვერდითი მოქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილია აღნიშნული გვერდითი რეაქციები მათი შეხვედრის სიხშირის
მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100),
იშვიათად (≥1/10000, <1/1 000), ძალიან იშვიათად (<1/10 000), მათ შორის ცალკეული
შეტყობინებები.
ხშირად
– თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
– დიარეა
– შარდვის სიხშირის ზრდა, პოლიურია, ნიქტურია
არახშირად
– ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია
– ქვედა კიდურების კუნთების კრუნჩხვები
– ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია, გულისცემა
– სახის გაწითლება
– სისხლდენა ცხვირიდან
– პოლიდიფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი
– შარდვის სურვილი
– ასთენია, სისუსტე, წყურვილი, მომატებული დაღლილობა, ჰიპერაქტივობა, ნევროზულობა, გონების არევა
– თრომბოციტების რაოდენობის ზრდა
– ერითროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
საჭიროა სხვა გვერდითი ეფექტების გათვალისიწნებაც, რომლებსაც მიეკუთვნება გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალიემია, ჰიპერურინემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია, იმპოტენცია, შუნტის თრომბოზი, კანის რეაქციები და გულის წასვლა.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა ტორასემიდის, სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების ან ნებისიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
– ანურია
– გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, Lაპპ-ლაქტაზას ფერმენტის დეფიციტი (დაავადება, რომელიც აღინიშნება ლაპლანდიის მოსახლეობას შორის), გლუკოზას ან გალაქტოზას შეწოვის დარღვევები
– ღვიძლის კომა პრეკომატოზური მდგომარეობა
– ღვიძლის უკმარისობა მზარდი აზოტემიით
– არითმიები
– თირკმელების უკმარისობა სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ, რომლებიც იწვევენ თირკმელების დაზიანებას
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
– ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდობის ასაკი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტორასემიდის გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე პაციენტებში ესენციალური არტერიული ჰიპერტენზიით ტორასემიდი ინიშნებოდა ß-ბლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან და ანგიოთენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად. გულის შეგუბებითი უკმარისობისას ტორასემიდი ინიშნებოდა გულის გლიკოზიდებთან, აგფინჰიბიტორებთან და ნიტრატებთან ერთად. არცერთი ამ კომბინაციებიდან არ იწვევდა ახალი ან მოულოდნელი გვერდითი ეფექტების აღნიშვნას.
ტორასემიდი არ მოქმედებს სისხლის პლაზმის ცილებთან გლიბენკლამიდის ან ვარფარინის შეკავშირებაზე ან ფენპროკუმონის სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტებზე (ვარფარინის უახლოესი წარმოებული), არ ცვლის დიგოქსინის და კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკას. ჯანმრთელ მოხალისეებში ტორასემიდის კომბინირებული დანიშვნა სპირონოლაქტონთან იწვევდა უკანასკნელის თირკმლისმიერი კლირენსის მნიშვნელოვან შემცირებას და შესაბამისად, AUC ზრდას.
მიუხედავად ამისა, კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რომელიმე ამ პრეპარატის დოზის ცვლილების აუცილებლობა არ არსებობს.
ტორასემიდზე სამკურნალო პრეპარატების ზეგავლენა სალიცილატები: ტორასემიდი და სალიცილატები კონკურირებენ სეკრეციაზე თირკმლის მილაკებში, ამიტომ ტორასემიდის კომბინირებულმა დანიშვნამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სალიცილატების მაღალ დოზებს, შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის კონცენტრაციის ზრდა ტოქსიკურამდე. ამავდროულად, თუმცა ტორასემიდის ურთიერთქმედება არასტეროუდულ ანთების საწინააღმდეგო საშულებებთან (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) არ შესწავლილა, ამ მედიკამენტების კომბინირებული დანიშვნა სხვა მარყუჟოვან დიურეზულებტან (ფურისემიდი) ხანდახან იწვევდა თირკმელების ფუნქციის დარღვევას.
ინდომეტაცინი: ტორასემიდის ნატრიურეზული ეფექტი (როგორც სხვა მრავალი დიურეტიკებისა) ნაწილობრივად ინჰიბირდება ინდომეტაცინის კომინირებული დანიშვნით. ეს ეფექტი აღინიშნებოდა ტორასემიდის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დიეტაზე მარილის შემცირებული მოხმარებით (არაუმეტეს ნატრიუმის 50 მგ-ექვ დღეში), მაგრამ იგი არ აღინიშნებოდა პაციენტების მიერი მარილის ნორმალური მოხმარების დროს (ნატრიუმის 150 მგ-ექვ დღეში). ციმეტიდინი და სპირონოლაქტონი: არ მოქმედებს ტორასემიდის ფარმაკოლოგიურ თვისებებზე და დიურეზულ აქტივობაზე.
დიგოქსინი: არსებობს მონაცემები, რომ დიგოქსინთან კომბინირებული დანიშვნა ზრდის AUC 50%-ით, მიუხედავად ამისა, ეს არ საჭიროეს დანიშნული პრეპარატების დოზების ცვლილებას.
ქოლესტირამინი: ამცირებს შიგნით მისაღები ტორასემიდის აბსორბციას. თუ ერთ პაციენტს ენიშნება ერთად ტორასემიდის და ქოლესტირამინის მიღება, მათი შიგნით ერთროულად მიღება არ არის რეკომენდირებული.
პრობენეციდი: კომბინირებული მიღება პრობენეციდთან ამცირებს ტორასემიდის სეკრეციას ნეფრონის პროქსიმალურ მილაკებში, ამგვარად, ამცირებს რა პრეპარატის შარდმდენ აქტიბობას.
ლითიუმი: ცნობილია, რომ დიურეზულები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცნეტრაციის ზრდა ტოქსიკურამდე.
ამ მიზეზით ლითიუმის და დიურეტიკის კომბინირებული გამოყენება, თუ დანიშნულია, უნდა ჩატარდეს უკიდურესი სიფრთხილით. ლითიუმის და ტორასემიდის კომბინირებული გამოყენება არ შესწავლილა.
ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები და ეტაკრინის მჟავა: არსებობს მონაცემები, რომ ტორასემიდს, განსაკუთრებით დიდ დოზებში, შეუძლია ამინოგლიკოზიდების ოტო- და ნეფროტოქსიკურობის, პლატინის წარმოებულების და ცეფალოსპორინების ნეფრატოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება. ამიტომ ამ პრეპარატების ერთობლივი მიღება არ არის რეკომედნირებული.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის დაავადებები, გართულებული ციროზით და ასციტით ბრიტომარი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რადგანაც წყალ-ელექტროლიტური ბალანსის უეცარი ცვლილებები შეიძლება გახდეს ღვიძლისმიერი კომის მიზეზი. ასეთი პაციენტების მკურნალობა პრეპარატით ბრიტომარი ან ნებისმიერი სხვა დიურეტიკით სტაციონარში უნდა იქნას აპრობირებული. ტორასემიდით მკურნალობისას აუცილებელია ჰიპოკალიემიის და მეტაბოლური ალკალოზის განვითარების პრევენცია ალდოსტერონის ანტაგონისტების ან სხვა კალიუმშემანარჩუნებელი პრეპარატების კომბინირებული გამოყენებით.
ოტოტოქსიკურობა
პრეპარატის ბრიტომარი შიგნით მიღებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ხმაური ყურებში და სმენის დაქვეითება (ჩვეულებრივ შექცევადი), მიუხედავად ამისა, რჩება გაურკვეველი, არის თუ არა ამის მიზეზი აქტიური ნივთიერება.
ოთოტოქსიკურობა ასევე დადგენილი იქნა ცხოველურ მოდელებზე სისხლის პლაზმაში ტორასემიდის ძალიან მაღალი დონეების მიღწევისას.
სისხლის მოცულობა და ელექტროლიტური დარღვევები პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, უნდა ტარდებოდეს ელექტროლიტური დისბალანსის, ჰიპოვოლემიის, პრერენალური აზოთემიის და შემდეგი სიმპტომებით დარღვევების კლინიკური ნიშნების მონიტორინგი: სიმშრალე პირშუ, წყურვილი, მოთენთილობა, ძილიანობა, აგზნება, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები, მიასთენია, არტერიული ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია, გულისრევა და ღებინება. ჭარბი დოზირება შეიძლება გახდეს გაუწყლოვნების, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების, ასევე თრომბოზის და ემბოლიის მიზეზი, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პაციენტებში განვითარებული ელექტროლიტური დარღვევებით, ჰიპოვოლემიით ან პრერენალური აზოთემიით ლაბორატორიული ანალიზების მონაცემები შეიძლება მოიცავდეს: ჰიპერ- ან ჰოპონატრიემიას, ჰიპერ- ან ჰიპოქლორემიას, ჰიპერ- ან ჰიპოკალიემიას, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევებს და სისხლის შარდოვანას აზოტის დონის მომატებას. ასეთი დარღვევების აღნიშვნისას აუცილებელია პრეპარატის ბრიტომარი მიღების შეწყვეტა, ელექტროლიტების ნორმალური მნიშვნელობების აღდგენის მიღწევა, შემდეგ კი მკურნალობის განახლება მცირე დოზით.
პაციენტებში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპოკალიემია შეიძლება გახდეს არითმიების განვითარების მიზეზი. ჰიპოკალიემიის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის ციროზით, გამოხატული დიურეზით, საკვებით არასაკმარისი ელექტროლიტების მიღებისას, ასევე კოტრიკოსტეროიდებით ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით ერთდროულად მკურნალობისას.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბრიტომარს, საჭიროა რეგულარულად კალიუმის და სისხლის სხვა ელექტროლიტების დონის რეგულარული შემოწმება.

სიფრთხილის ზომები
კალიუმი: პაციენტების კვლევებში არტერიული ჰიპერტენზიით ტორასემიდი უმნიშვნელოდ ამცირებდა კალიუმის დონეს მკურნალობის 12 კვირის შემდეგ.
შედარებით კვლევებში სხვა დიურეტიკებით ტორასემიდი უმნიშვნელოდ მოქმედებდა კალიუმის დონეზე, გრძელვადიან კვლევებში კი ტორასემიფი არ ცვლიდა კალიუმის დონეს.
კალციუმი: ტორასემიდის ერთჯერადი დოზები აძლიერებენ შარდით კალციუმის გამოყოფას ჯანმრთელ ადამიანებში, იმ დროს, როდესაც 4-6 კვირიან კვლევებში პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით აღინიშნებოდა სისხლში კალციუმის დონის უმნიშვნელო მომატება. გრძელვადიან კვლევებში პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით ერთი წლის მკურნალობის შემდეგ აღინიშნებოდა სისხლის კალციუმის საშუალო დონის დაქვეითება 0,10 მგ-ით/დლ (0,02 მმოლი/ლ). 426 პაციენტს შორის, რომლებიც იღებდნენ ტორასემიდს საშუალოდ 11 თვის განმავლობაში, ჰიპოკალციემია არ აღინიშნებოდა.
მაგნიუმი: ტორასემიდის ერთჯერადი დოზები ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდნენ შარდით მაგნიუმის ეკსკრეციის ზრდას, როდესაც 4-6 კვირიან კვლევებში პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით დადგენილი იყო სისხლის მაგნიუმის დონეების უმნიშვნელო მომატება. პაციენტების კვლევებში არტერიული ჰიპერტენზიით მკურნალობის ერთი წლის შემდეგ აღინიშნებოდა სისხლის მაგნიუმის საშუალო დონის მომატება 0,03 მგ-ით/დლ (0,01 მმოლი/ლ). 426 პაციენტს შორის, რომლებიც იღებდნენ ტორასემიდ საშუალოდ 11 თვის განმავლობაში, აღნიშნული იყო ჰიპომაგნიემიის ერთი შემთხვევა (1,3 მგ/დლ [0,53 მმოლი/ლ]). ტორასემიდის გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით ადგილი ჰქონდა მაგნიუმის დონის მომატებას 0,2 მგ-ით/დლ (0,08 მმოლი/ლ), მაგრამ ეს მონაცემები საეჭვოა, რადგანაც ბევრი პაციენტი იღებდა მაგნიუმის შემცველ პრეპარატებს პერორალურად. ოთხკვირიან კვლევაში, რომელშიც პაციენტები არ იღებდნენ მაგნიუმს, აღინიშნებოდა მაგნიუმის დონის დაქვეითება 1,7 მგ/დლ ქვემოთ (0,70 მმოლი/ლ) 6% და 9% სიხშირით ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ 5 მგ და 10 მგ ტორასემიდს, შესაბამისად.
შარდოვანას აზოტი, კრეატინინი და შარდმჟავა: ტორასემიდი იწვევს ამ პარამეტრების უმნიშვნელო ზრდას, დამოკიდებულს პრეპარატის დოზაზე, პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ტორასემიდს ექვსი კვირის განმავლობაში, შარდოვანას აზოტის მომატებამ სისხლში საშუალოდ შეადგინა 1,8 მგ/დლ (0,06 მმოლი/ლ), კრეატინინის პლაზმაში 0,05 მგ/დლ (4 მკმოლი/ლ), შარდმჟავისა სისხლის პლაზმაში 1,2 მგ/დლ (70 მკმოლი/ლ). ადგილი ჰქონდა ამ პარამეტრების უმნიშვნელო ცვლილებებს და ხანგრძლივი მკურნალობისას, მაგრამ შექცევადი იყო მკურნალობის შეწყვეტისას.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტორასემიდს, აღნიშნული იყო პოდაგრას შემთხვევები, მაგრამ ავადობა ახლოს იყო იმასთან, რომელიც აღინინებოდა პლაცებოს ჯგუფში.
გლუკოზა: პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც იღებდნენ 10 მგ ტორასემიდს დღეში, 6 კვირის მკურნალობის შემდეგ აღინიშნებოდა სისხლის გლუკოზის დონის მომატება საშუალოდ 5,5 მგ-ით/დლ (0,3 მმოლი/ლ), ერთი წლის მკურნალობის შემდეგ მომატებამ შეადგინა 1,8 მგ/დლ (0,1 მმოლი/ლ). შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების კვლევებში ატარებდნენ უზმოზე გლუკოზას კონცენტრაციის გაზომვას, კვლევებმა აჩვენეს გლუკოზის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილებების არარსებობა. ჰიპერკალიემიის შემთხვევები აღინიშნებოდა, მაგრამ მათი რიცხვი უმნიშვნელო იყო.
სისხლის ლიპიდები: არტერიული ჰიპერტენზიით პაციენტების მოკლევადიან კვლევებში, 5, 10 და 20 მგ ტორასემიდის დოზების ყოველდღიური მიღება იწვევდა საერთო ქოლესტერინის და პლაზმის ტრიგლიცერიდების მატებას.
ტორასემიდის გრძელვადიან კვლევებში ყოველდღიური დოზებით 5-დან 20 მგ-მდე, ერთი წლის მკურნალობის Dშემდეგ, სისხლის ლიპიდების დონეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები, საწყის მნიშვნელობებთან შედარებით, არ აღინიშნებოდა.
სხვა: არტერიული ჰიპერტენზიით პაციენტების გრძელვადიან კვლევებში, ნაჩვენები იყო, რომ ტორასემიდის გამოყენება იწვევდა ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ტუტე ფოსფოტაზას მნიშვნელობების, ასევე ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მცირე ზრდას. სტატისტიკური მნიშვნელობის მიუხედავად, ამ ცვლილებებს არ გააჩნდათ კლინიკური მნიშვნელობა. არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილებები ღვიძლისმიერი ფერმენტების მნიშვნელობებში, ტუტე ფოსფოტაზას გარდა, აღნიშნული არ ყოფილა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
კლინიკური მონაცემები პრეპარატის ბრიტომარი გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში არ არსებობს. ცხოველებზე კვლევებმა აჩვენეს ტორასემიდის პირდაპირი ან ირიბი მავნე ეფექტების არარსებობა ორსულობაზე, ემბრიონის, ნაყოფის განვითარებაზე, დაბადებასა და პოსტნატალურ პერიოდზე. მაგრამ საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო ბრიტომარი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
მონაცემები ტორასემიდის დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ბრიტომარი გამოყენება უკუნაჩვენებია.
სამკურნალო საშუალების ზეგავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიმების მართვის უნარზე.
ბრიტომარს შეუძლია რეაქციების სიჩაქრის შეცვლა და ავტოტრასნპორტის მართვის და საქმიანობით დაკავების უნარზე ზემოქმედება, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
უპირატესად ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იყოს ალკოჰოლის ერთდროულად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატ ბრიტომარით ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი, მაგრამ შეიძლევა ვივარაუდოთ სიმპტომები პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებების საფუძველზე.
სიმპტომები: გაუწყლოვნება, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და სისხლის შედედება.
მკურნალობა: ელექტროლიტების და სითხის დაკარგული მოცულობის შევსება.
დღეისათვის მონაცემები ფიზიოლოგიური მექანიზმების შესახებ (მაგალითად, შარდის pH ცვლილება), რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების ორგანიზმიდან სწრაფ გამოყოფას, არ არსებობს. ტორასემიდი არ ექვემდებარება დიალიზს და, მაშასადამე, ჰემოდიალიზი არ დააჩქარებს მის გამოყოფას.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
5 მგ და 10 მგ პროლონგირებული გამოთავისუფლებით.
15 ტაბლეტი პროპილენის აპკის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 2 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Ferrer Internacional, S.A. ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook