ბრონქობრიუ დექსტრო / Bronchobru Dextro

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქობრიუ დექსტრო / Bronchobru Dextro-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გუაიფენეზინი, დექსტრომეტორფანი/ dextromethorphan, guaifenesin

ბრონქობრიუ დექსტრო / Bronchobru Dextro-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები


ბრონქობრიუ დექსტრო / Bronchobru Dextro აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი   R05FВ.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 მლ სიროფი შეიცავს 10 მგ გუაიფენეზინი და 1.5 მგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი.
დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის მეთილპარა–ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარა–ჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ალუბლის არომატიზატორი, კოშენილის წითელი სარებავი, γ –ციკლოდექსტრინი, სორბიტოლი.

ბრონქობრიუ დექსტრო შეიცავს გუაიფენეზინს და დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს როგორც აქტიურ ინგრედიენტებს. გუაიფენეზინი არის მუკოლიზური და ამოსახველებელი აგენტი, რომელიც ხელს უწყობს ლორწოს კლირენსს სეკრეტის გათხევადების საშუალებით, სეკრეტს ხდის უფრო მობილურს და ადვილად ამოსახველებელს. ამცირებს ხველის სიხშირეს. დექსტრომეტორფანი არის კოდეინის – ოპიოიდური ხველისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების – არანარკოტიკული ანალოგი ცენტრალური მოქმედებით. დექსტრომეტორფანი ზრდის ხველის ზღურბლს მოქმედებს რა მოგრძო ტვინის დონეზე.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები
მოზრდილები.
ხველის სიხშირის და სიძლიერის შემცირება.
ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებთან ასოცირებული არაპროდუქტიული ხველის სიმპტომური მკურნალობა.
ქრონიკული ბრონქიტის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისას ხველის სიმპტომური მკურნალობა.
ასთმასთან და პოსტნაზალურ ჩამონადენთან ასოცირებული არაპროდუქტიული ხველის სიმპტომური მკურნალობა.
ზემო სასუნთქი გზების გაურთულებელი ინფექციების დროს მწვავე ხველის სიმპტომური მკურნალობა.

ბავშვები.
ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებთან ასოცირებული არაპროდუქტიული ხველის სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენებები.
ბრონქობრიუ დექსტრო არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ MAO–ს (მონოამინო ოქსიდაზას) ინჰიბიტორი პრეპარატებით.
სიროფი ბრონქობრიუ დექსტრო არ გამოყენება პაციენტებში პროდუქტიული ხშირი ხველით.
სიროფი ბრონქობრიუ დექსტრო უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით მედიკამენტის და მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები.  ბრონქობრიუ დექსტრო არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
თვითმკურნალობისას სიფრთხილით გამოიყენება ხანგრძლივი ან ქრონიკული ხველის დროს, რომელიც დაკავშირებული მოწევასთან, ასთმასა და ქრონიკული ბრონქიტთან, ემფიზემასთან, ან თუ ხველას თან ახლავს დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა.

პერსისტული ხველა შეიძლება მიუთითებდეს მდგომარეობის სიმძიმეზე. თუ ხველა გრძელდება ერთი კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, აქვს მორეციდივე ხასიათი ან თან ახლავს ცხელება, გამონაყარი, ან მუდმივი თავის ტკივილი – აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ბრონქობრიუ დექსტროს გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდკენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი).

გამოყენება ღვიძლის დაავადებების დროს.
რადგან დექსტრომეტორფანი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ბრონქობრიუ დექსტრო სიროფის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე დისფუნქციით.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს:
პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი მერყეობს 20 დან 70 მლ / წთ) დექსტრომეტორფანის ნახევარ გამოყოფის პერიოდი იზრდება. უცვლელი სახით პრეპარატის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა გამოიყოფა თირკმელით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთჯერადი მიღებისას პაციენტებში თირკმლის უკმარისობისას დოზა საჭიროებდეს კორექციას, თუმცა

განმეორებითი მკურნალობის დროს დოზირების სიხშირე უნდა შემცირდეს –  დღეში 1–2 მიღება, ეს დამოკიდებულია მდგომარეობის გართულების სიმძიმის ხარისხზე, ხოლო დოზირება საჭიროა შემცირდეს.  ხანგრძლივი თერაპიისას საჭიროა ასეთი პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა.
არ არის შესწავლილი პრეპარატის გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ორსულობა და ლაქტაცია.
არ არსებობს მონაცემები გუაიფენეზინის და დექსტრომეტორფანის დედის რძეში მოხვედრის შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისათვის პრეპარატის მიღება იმ შემთხვევაშიც კი როცა სარგებელი გადაწონის მოსალოდნელ რისკს.

ბავშვები.
ახალშობილებში.
გუაიფენეზინის და დექსტრომეტორფანის უარყოფითი გვერდითი ეფექტები იშვიათია. მაგრამ, რადგანაც სიცოცხლის პირველ თვეებში მეტაბოლური ფუნქციები და ჰემატოენცეფალური ბარიერი არ არის სრულად განვითარებული, ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მეტია ახალშობილებში. ამდენად, მიზანშეწონილია დოზის ზუსტად განსაზღვრა და შემდეგ მკაცრად დაცვა ახალშობილებში, ჩვილ და ახალფეხადგმულ ბავშვებში.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ექსტრაპირამიდული სიმპტომები ბავშვებში, ასევე გასათვალისწინებელია სხვა შემთხვევებიც.

მიღების წესები და დოზირება.
მშრალი ხველის შესამცირებლად რეკომენდებულია მედიკამენტის დოზა ერთჯერადად.
ქრონიკული ხველის მკურნალობის ხანგრძლივობა   აღემატება 1 კვირას.
დოზირება.
მოზრდილები:
10 მლ ყოველ ოთხ საათში ან 30 მგ ყოველ 6– 8 საათში არაუმეტეს 40 მლ დღეში.
ბავშვებში:
– 2-6 წლის რეკომენდებულია სადღეღამისო დოზა არაუმეტეს 10 მლ, გაყოფილი 3-4 მიღებაზე.
–  6-12 წლის 20 მლ / დღეში, და 40 მლ / დღეში 12 წლის ზევით, გაყოფილი 3-4 მიღებაზე.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომებია – გულისრევა, ღებინება, სტუპორი, ატაქსია, ნისტაგმი, მომატებული აგზნებადობა, დისტონია, კომა და ტოქსიური ფსიქოზი; ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის დათრგუნვა, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, გაძლიერებული ოფლდენა.
მკურნალობა:
გუაიფენაზინის და დექსტრომეტორფანის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, მაგრამ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია მკაცრი სამეიცინო კონტროლი და დამხმარე თერაპია.

გვერდითი მოვლენები.
ლიტერატურის შესაბამისად:
იმუნური სისტემის მოშლილობა: ძალიან იშვიათად, ალერგიული რეაქცია.
ნერვული სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათად, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; ფსიქიატრიული (მაგალითად, დეპრესია ან ჰალუცინაციები) და ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები
კუჭ–ნაწლავის მოშლილობა: იშვიათად; პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ძალიან იშვიათად; გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია).
კარდიოვასკულური: იშვიათად; ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება.
ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია ახალშობილებში და ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბებამ. ეს გვერდითი რეაქციები არის იშვიათი, არ არის სერიოზული და შექცევადია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღოთ MAO–ს ინჰიბიტორებისა და ბრონქობრიუ დექსტროს ერთობლივი მიღებისას.
დექსტრომეტორფანი ახდენს სეროტონინის უკუმიტაცების ბლოკირებას და MAO–ს ინჰიბიტორებთან ერთად დანიშვნისას ხდენს სეროტონინის სინდრომის დაჩქარებას.
გუაიფენაზინის ნახევარგამოყოფის ბიოლოგიურ პერიოდს საგრძნობლად აქვეითებს    ბარბიტურატებით გამოწვეული ფერმენტატული ინდუქცია, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ბრონქობრიუ დექსტროს და MAO–ს ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენების დროს.

შენახვის ვადა.  3 წელი.
შენახვის პირობები. შეინახეთ 25ºC ქვემოთ ტემპერატურზე, სინათლისგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.

გამოშვების ფორმა: 125მლ სიროფი მინის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით)

მწარმოებელი კომპანია: Brupharmexport, ბელგია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook