ბრონქოდიაზინა C.R. / Bronquidiazina C.R

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბრონქოდიაზინა C.R. / Bronquidiazina C.R-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბრონქოდიაზინა C.R. / Bronquidiazina C.R-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები


ბრონქოდიაზინა C.R. / Bronquidiazina C.R აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: 7.5 მლზე 2.5 მლზე
ტრიმეტოპრიმი (ს.ა.დ.) 80 მგ 26.7 მგ
სულფამეტოქსაზოლი (ს.ა.დ.) 400 მგ 133.3 მგ
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი (ს.ა.დ.) 4 მგ 1.3 მგ
ნატრიუმის ბენზოატი 250 მგ 83.3 მგ
ტოლუს ბალზამის სიროფი 325 მგ 108.3 მგ
ტოლუს ბალზამის სიროფი 325 მგ 108.3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი (E422), საქაროზა, ქსანტანი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლისორბატი 80, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), დიმეთილპოლისილოქსანის აქაფების საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანისულის ესენცია, წყალი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ტრიმეტოპრიმი, სულფამიდის, სულფამეტოქსაზოლის და დიამინოპირიმიდინის კომბინაციასთან ერთად წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მრავალ პათოგენზე მოქმედ ეფექტურ საშუალებას. ბრონქიდიაზინა C.R. -ს ბრომჰექსინის შემცველობის წყალობით გააჩნია ბრონქიალური სეკრეციის გამათხიერებელი ეფექტი, რის შედეგადაც იოლდება სქელი ბრონქული სეკრეტის ამოხველა და სუნთქვა.  ნატრიუმის ბენზოატის და ტოლუს ბალზამის სიროფის კომბინაციას აქვს დამარბილებელი და ამოსახველებელი ეფექტი.

ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება. Pneumocystis carinii-ს მიერ გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ზემოთხსენებული ინფექციის დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობაც ინიშნება ექიმის მიერ, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე დაუშვებელია.

უკუჩვენებები:
– პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
– პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
– პრეპარატის დანიშვნა არ ხდება პაციენტებში სისხლის მძიმე დაავადებებისას სათანადო მონიტორინგის გარეშე.

სიფრთხილის ზომები:
– სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, ასევე არასათანადო კვებისას.
– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალერგიის და ბრონქული ასთმის დროს.
– პრეპარატით მკურნალობა ასაკოვან პაციენტებში განსაკუთრეული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.
– პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ ადგილას.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
პრეპარატის მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების ცვლილება. ამიტომ, დიაბეტის, ეპილეფსიის მკურნალობისას, ასევე სისხლის კოაგულაციაზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ძირითადად ადვილად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ შემთვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება ან რესპირატორული გართულებები. უფრო იშვიათდ შესაძლებელია განვითრდეს კანის სიწითლე, ხოლო ასაკოვან პაციენტებში – კანზე გამონაყარი. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით: პრეპარატი შედგება გლიცერინისგან, რისი მაღალი დოზებით მიღებაც შესაძლებელია სახიფათი იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები და დიარეა.

მიღების წესი და დოზირება:
დაუშვებელია ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის დოზების ცვლილება ან შეწყვეტა. როგორც წესი, პრეპარატის მიღებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი გაიდლაინები: მოზრდილებში ინიშნება 7.5 მლ 3-ჯერ დღეში. 2 წელზე ზემოთ ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში. სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:
პრეპარატის დოზის შემთხვევით გადაჭარბებით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და დაბნეულობა. ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

ვარგისობის ვადა: 5 წელი

გამოშვების ფორმა: 150 მლ პერორალური გამოყენების სუსპენზია ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: faes farma, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook