სანუკელ კლებს D6 წვეთები (ნატუროპათი) / Sanukehl Klebs D6 (Naturopath)

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Klebsialla pneumoniae D6 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
პრეპარატი ნაჩვენებია: შემანარჩუნებელ თერაპიისათვის ფრიდლენდერის პნევმონიის დროს და/ან მის შემდეგ; სილიკოზის, პნევმოკონიოზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქული ასთმის დროს; დამატებითი მკურნალობის სახით გრიპის მწვავე პერიოდში, პლევრიტის, პნევმონიის და ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებების დროს.

თვისებები
Sanukehl Klebs-ი შეიცავს Klebsiella pneumoniae-ს პოლისაქარიდების (ჰაპტენების) სპეციფიურ ექსტრაქტს. პრეპარატი ხშირად ინიშნება შესაბამისი ნოზოდებით მკურნალობის დროს, შუალედური საშუალების სახით. პრეპარატის მოქმედება დაფუძნებულია გამომწვევის ანტიგენების ან ტოქსინების აბსორბციაზე. Sanukehl-პრეპარატის მოქმედებით სუსტდება ან ქრება ძლიერი პირველადი გაუარესება და ანტიგენების ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება:
დასალევად: მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5-10 წვეთი ყოველ 12-24 საათში, საკვების მიღებამდე; მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს 10 წვეთი დღეგამოშვებით შესაზელად: 5-10 წვეთის შეიზილეთ დღეგამოშვებით ან ყოველდღე იდაყვის ფოსოში. თერაპიის 8 თვის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში
რამოდენიმე თვიანი შესვენება

გვერდითი მოქმედებები
Sanukehl Klebs D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის შედეგად იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობამ შესაძლოა Sanukehl Klebs D6-ს ეფექტურობა დააქვეითოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ საჭიროა 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა

სიფრთხილის ზომები: ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, ორსულობის ბოლო ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM,  გერმანია

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook