სერტრალინის ჰიდროქლორიდი / SERTRALINE HYDRºCHLORIDE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სერტრალინი/sertraline

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი

შემადგენლობა:
პრეპარატი სერტრალინი ტაბლეტები, USP 50მგ (SERTRALINE TABLETS, USP 50მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს სერტრალინის ჰიდროქლორიდს.

ჩვენებები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესიები (მკურნალობა და პროფილაქტიკა) ობსესურ-კომპულსური დარღვევები ბავშვებსა და მოზრდილებში;
პანიკური აშლილობები და დარღვევები; სოციალური ფობია

მიღების წესები და დოზები:
ინიშნება 50 მგ დღეში ერთჯერ, დილით ან საღამოს. მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდია. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 200 მგ. ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღეს, ხოლო მაქსიმუმს აღწევს 2-4 კვირის შემდეგ.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში, ობსესურ-კომპულსური დარღვევების დროს საწყისი დოზაა 25 მგ.

გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, ტრემორ, უძილობა, იშვიათად აღინიშნება მანიაკლური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობები, შფოთვები, განგაში, მხედველობის დარღვევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, პირის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, კუჭისა და ნაწლავის სპაზმები; იშვიათად აღინიშნება ღებინება, ყაბზობა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება გულისცემის შეგრძნება, კანის შეწითლება სითბოს ან სიცხის შეგრძნებით.
რეპროდუქტიული სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება პოტენციის დაქვეითება;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აღინიშნება ოფლის გამოყოფის გაძლიერება;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა სერტრალინის ჰიდროქლორიდის მიმართ.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროულად.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს სერტრალინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისთვის მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას, ეპილეფსიური შეტევებისას, სხეულის წონის შემცირებისას. იმ პაციაენტებშიც რომლებიც ჭარბად ღებულობენ მედიკამენტებს, ან ანამნეზში აღენიშნებათ მედიკამენტებზე დამოკიდებულება.
პრეპარატის მიიღება შესაძლებელია მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან მხოლოდ 14 დღის შემდეგ.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.
მკურნალობის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სწრაფ სიჩქარეს.
კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მიღებისას მნიშვნელოვნად იზრდება პროთრომბინის დრო. ერთდროული მიღებისას სერტრალინმა შეიძლება გამოაძევოს პლზამის ცილებიდან სხვა პრეპარატები, რის გამოც იზრდება სისხლის პალაზმაში სხვა აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციადა იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
სერტრალინისა და ლითიუმის მარილების ერთდროული მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრემორის გაძლიერებას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 20-25°С ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
50მგ ტაბლეტი №500
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი:
InvaGen Pharmaceuticals Inc., აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook