სიკატრიქსი / CICATRIX

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტეოლიზური, ანტითრომბოლიზური და კერატოლიზური მოქმედების ადგილობრივი საშუალება

შემადგენლობა
სიკატრიქსის აქტიური ინგრედიენტები – Centella asiatica and Pinus sylvestris  – გადიან მოლეკულური აქტივაციის სპეციალურ პროცესს, ეს ანიჭებს სიკატრიქს მაქსიმალურ ეფექტურობას. ის იწვევს ფიბრობლასტის კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირებას (I და III ტიპის კოლაგენის), ახდენს ეპიდერმული ჰომეოსტაზის რეგულირებას და ასევე არეგულირებს იარის ქსოვილის ქრონიკულ ანთებას.
სიკატრიქსი ახდენს და აუმჯობესებს კოლაგენის წარმოქმნას, ე.ი. აჩქარებს იარის მორჩენას.
დამხმარე ნივთიერებები:: Methylpolysiloxane, Ceramide 3-Ceramide 6II- Ceramide 1- Phytosphingosine, Cholesterol-Sodium Lauroyl Lactylate-Xanthan Gum, Cetearyl Alcohol,Glycerin, PPG-11 Stearyl Ether, Steareth-2, Stearic Acid, Phenoxyethanol- Ethylhexylglycerin, Paraffin, Steareth-20, Sodium Hydroxide, Sodium Hyaluronate, Carbomer, Parfum, Aqua

მოქმედება:
• ააქტიურებს დაზიანებული კანის აღდგენით პროცესებს
• ამცირებს ნაოჭების სიღრმეს; აძლიერებს უჯრედის მიტოზს,კანის რეპარაციულ და ბარიერულ ფუნქციას.
• აჩქარებს შეხორცების პროცესს, უზრუნველყოფს კანის სწორ  ეპითელიზაციას.
სიკატრიქსის  კომპლექსური მოქმედება მიიღწევა მასში შემავალი  ნატურალური კომპონენტების ხარჯზე-აზიური ცენტელას ექსტრაქტი. შეიცავს  აზიატიკურ და მადეკასსონის მჟავებს რომლებიც ასტიმულირებენ ფიბრობლასტების აქტიურობას, ასტაბილურებს ლიზოსომურ მემბრანებს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს,აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას,სძენს კანს სიმკრივეს, ახორცებს Qჭრილობას,აფერხებს კანის დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას.
ფიჭვის ექსტრაქტი შეიცავს პროანტოციანიდების ნაკრებს, რომელიც 50-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია ვიდრე E ვიტამინი, და 20 ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ჩ ვიტამინი. გააჩნია ანტიჰისტამინური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, აღადგენს ჩ ვიტამინის უჯრედშიდა შემცველობას,ამცირებს კაპილარების განვლადობას და კოლაგენის დაშლას.
• ინტენსიურად ატენიანებს კანს, რადგან შეიცავს უნიკალურ ლიპიდურ კომპლექსს – კერამიდი    SK-ინფლუხ ®   და დაბალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას.

ჩვენებები:
მისი ძირითადი გამოყენების ჩვენება კანის მექანიკური,ქიმიური,თერმული და პოსტოპერაციული დაზიანების ინტენსიური მოვლა.
რეკომენდირებულია გამოიყენოთ კანის რეგენერაციისათვის
• სტრიების პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ახალი და ძველი იარები და ნაწიბურები
• კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ (პილინგი, მეზოთერაპია,პლასტიკური ოპერაციები და მზეზე ყოფნის შემდეგ
• აკნე

გამოყენების წესი:
დაიტანეთ სუფთა და მშრალ კანზე,ინსტრუქციის მიხედვით,რეკომენდირებულია გამოყენება დილით და საღამოს.
მალამოს მსუბუქი კონსისტენცია უზრუნველყოფს კანში სწრაფ შეღწევას.
გამოყენების ხანგრძლივობა:
იარის ტიპი ხანგრძლიობა
• ქირურგია 3 კვირა
• უბედური შემთხვევა 3 კვირა
• დამწვრობა 3 კვირა
• აკნეს კვალი 6 კვირა
• სტრიები 6 კვირა
• ძველი იარები       1-3 თვე

შედეგი: ლამაზი და ნაზი კანი.

გამოშვების ფორმა: მუყაოს  კოლოფში  30 მლ ფლაკონი დოზატორით.

სიფრთხილით:
• მხოლოდ გარეგანი  გამოყენებისათვის
• ერიდეთ თვალთან  კონტაქტს
• არ დაიდოთ ღია იარებზე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: კატალისის, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook