სილივიტ მაქსი / SYLIVIT MAX

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორული საშუალება

ათქ კლასიფიკაციის კოდი: A05BA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.
ბაყაყურას თესლის მშრალი ექსტრაქტი…………… 214.3 მგ
(სილიბინის ფლავონოლიგნანების შემცველობაზე გადაანგარიშებით  150 მგ)
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)………….. … 10 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)……………………. 4 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)……………10 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი)……………………. 10 მგ
კალციუმის პანტოთენატი)……………………… 4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, ერთწყლიანი ლაქტოზა, პოვიდონის და კროსპოვიდონის ნარევი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოტინი (E132), ქინოლინის ყვითელი (E104) და საქონლის ჟელატინი.

ჩვენებები:
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით რეკონვალესცენციის პერიოდში, ღვიძლის  ტოქსიკური მეტაბოლური დარღვევებისას, ნაწილობრივ გამოწვეული ტოქსიური ფაქტორებით (მაგალითად, ალკოჰოლი, მცენარეების დამცავი საშუალებები) და დისპეფსიისას (შებერილობა, ბოყინი) მძიმე საკვების მიღების შემდეგ. დამხმარე საშუალების სახით – ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების გადატანის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებებისას.

დოზირების რეჟიმი
უფროსები და 12 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, თუ ექიმი არ დანიშნავს სხვა დოზირებას.
პრეპარატი უნდა მიიღოთ სისტემატურად 2-4 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები გამწვავდება ან არ ქრება აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც გააგრძელებს თქვენს მკურნალობას, მაგალითად 6 თვემდე. თერაპიის დროს უნდა მოერიდოთ ღვიძლისათვის საზიანო საკვები ნივთიერებების მიღებას.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სილივიტ მაქსის რეკომენდებული დოზის გამოტოვება: მისაღები დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
სილივიტ მაქსის მიღების შეწყვეტა: მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პრეპარტის მიღების პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ზოგჯერ მსუბუქი ფაღარათი.

უკუჩვენებები:
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას ან Compositae/Asteraceae ოჯახის მცენარეების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას.
განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას: სიყვითლის სიმპტომის გამოვლენისას (კანის ან თვალის ლორწოვანი გარსის სიყვითლე) აუცილებელია მიმართოთ ექიმს. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე მოწამვლის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მოხმარების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სილივიტ მაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებელია აცნობოთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შემთხვევაში. აქამდე არ გამოვლენილა გვერდითი მოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან მიღებისას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: HERBAPOL POZNAN, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook