სოიფემი – SOYFEM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: სოიოს თესლის ექსტრაქტი/CLYCINE MAX SEMEN EXTRACTUM SICCUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კლიმაქსის საწინააღმდეგო ფიტოპრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ. მუყაოს კოლოფში 3 ან 6 ბლისტერი.
1 ტაბ.
სოიოს თესლის ექსტრაქტი (26 მგ იზოფლავონების კომპლექსში გენისტეინზე გადაანგარიშებით)……………..100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტალკი და გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მთავარ მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენენ გენისტეინი და დაიძენი, რომლებიც მიეკუთვნებიან იზოფლავონების ჯგუფს. ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებს გააჩნიათ ესტროგენურ რეცეპტორებთან შეკავშირების უნარი, რაც განპირობებულია ენდოგენურ ესტროგენებთან მათ ქიმიურ სტრუქტურასთან მსგავსებით (ორგანიზმით მაპროდუცირებული), რის გამოც მათ ეწოდებეთ _ ფიტოესტროგენები.
სოიოს თესლის შემადგენლობაში არსებული ფიტესტროგენები _ გენისტეინი და დაიძენი, რომლებიც უმნიშვნელოდ მოქმედებენ ესტროგენების მსგავსად, ხელს უშლიან ენდოგენური ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული დარღვევების განვითარებას კლიმაქსურ პერიოდში მყოფ ქალებში, აგრეთვე პოსტმენოპაუზის დროს.

ჩვენებები:
მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ: სახის ჰიპერემია, ოფლდენა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობის შეგრძნება და ნერვული დაძაბულობა;
სისხლმიმოქცევის სისტემების დაავადებების პროფილაქტიკა შესაბამისი დიეტის დაცვთი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად, 1-2 ტაბლეტის ოდენობით 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას მისი გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

უკუჩვენებები: არ აღენიშნება.

ორსულობა და ლაქტაცია:
! პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

სიფრთხილეა საჭირო:
პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომის მიღება არ არის საჭირო იმის გამო, რომ პრეპარატს გააჩნია სუსტად გამოხატული ესტროგენული მოქმედება, რეკომენდებულია ანამნეზის შეგროვება პერორალურად მისაღები ჰორმონული კონტრაცეპტივების ერთდროულად შესაძლო გამოყენების შესახებ.

ჭარბი დოზირება:
არ აღენიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: BIOFARM, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook