სტრუქტუმი – STRUCTUM

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქოდროიტინ სულფატი/CHONDROITINE SULFATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ართროზების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 12 კაფს., შეფუთვაში 5 ბლისტერი.
1 კაფს.
ნატრიუმის ქოდროიტინ სულფატი…………  500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგოტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სტრუქტუმი წარმოადგენს ართროზისა და ოსტეოქონდროზის ბაზისურ სამკურნალო საშუალებას. იგი აფერხებს ხრტილის დეგრადაციის პროცესებს. ავლენს მასტიმულირებელ მოქმედებას ქონდროციტებზე, ზრდის ხრტილის მატრიქსის კომპონენტების ბიოსინთეზს. ჩაანაცვლებსქონდროიტინ სულფატის დეფიციტს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას სუბქონდრალურ ძვალსა და სინოვიალურ ქსოვილში. ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და 50%-ით ამცირებს არასტეროიდების მოხმარებას.

ჩვენებები:
ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული დაავადებები, ოსტეოართროზები, მალთაშუა ოსტეოქონდროზი.

მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები მიიღება წყლის დაყოლებით. მოზრდილებს ენიშნებათ 500 მგ 2-ჯერ დღეში. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 3-6 თვე, წელიწადში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში ერითემა, დერმატიტი, გულისრევა, პირღებინება, შეშუპება.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.
* ორსულობის, ლაქტაციის პერიოდსა და ბავშვთა ასაკში სტრუქტუმის გამოყენების შესახებ მონაცემები დღეისათვის არ არსებობს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook