ტადენანი ® – TADENAN ®

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

აქტიური ნივთიერება: აფრიკული ქლიავის ქერქის ექსტრაქტი – 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
არაქისის ზეთი – 150 მგ
კაფსულის გარსი: ჟელატინი – 89 მგ, გლიცეროლი – 38 მგ, ტიტანის დიოქსიდი – 3.6 მგ, ნატრიუმის სპილენძი – ქლოროფილინი – 0.005 მგ.

აღწერილობა:
ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები №4 ზომის, რომლებიც შედგება ორი გრძივი ნახევარისაგან, რომელთაგან თითოეული გაუმჭვირვალე თეთრი / ღია – მწვანე ფერისაა. კაფსულების შიგთავსი ყავისფერ ზეთოვან სითხეს წარმოადგენს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტადენანი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას. იგი ახდენს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედება განისაზღვრება ბ-FGF
(ფიბრობლასტების ზრდის ძირითადი ფაქტორი) სტიმულირებულ ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული ზემოქმედებით. პრეპარატი აღმოფხვრავს და ამცირებს შარდვის ფუნქციურ დარღვევებს – დიზურიას, ნიქტურიას, პოლაკიურიას წინამდებარე ჯირკვლის დაავედებების დროს. ამცირებს ანთებით რეაქციას წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებში და ხელს უწყობს მისი სეკრეციული აქტივობის გაძლიერებას; ოპერაციული ჩარევის შემდეგ ამცირებს რეზიდუალური ქსოვილის რაოდენობას.

გამოყენების ჩვენებები:
შარდის გამომყოფი სისტემის ზომიერი ფუნქციური დარღვევების (ხშირი შარდვა დღისით და ღამით, სუსტი ნაკადის, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ძალდატანებითი შარდვის მოთხოვნილება) მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს. ადენომექტომიისა და პროსტატექტომიის შემდგომი მდგომარეობა.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ეს სამკურნალო საშუალება ქალებისთვის განკუთვნილი არ არის.

გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით. 1 კაფსულა (50 მგ) დღეში ორჯერ დილას და საღამოს ან 2 კაფსულა ერთჯერადად, სასურველია ჭამის წინ. სადღეღამისო დოზა 100 მგ – ს შეადგენს.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 6 კვირას შეადგენს, და მისი გაზრდა 8 კვირამდე შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განმეორებითი კურსის დანიშვნა.

გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევებში – დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, უმადობა, ყაბზობა, დიარეა; ალერგიული რეაქციები.
(ჭინჭრის ციება).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში – გინეკომასტია და ტკივილი ტესტიკულებში.

განსაკუთრებული მითითებები:
იმის გამო, რომ პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს, არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის რეგულარული კონტროლი, პერიოდული თითით რექტალური გამოკვლევის ჩათვლით, რათა გამოირიცხოს პროსტატის კიბო.
თერაპია “ტადენანით” არ გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, თუ იგი აუცილებელია.

გამოშვების ფორმა:
კაფსულები 50 მგ.
10 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში. 1, 2 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
30 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები რეცეპტით.

მწარმოებელი: ლაბორატორიები ფურნიე ს. ა. (საფრანგეთი)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook