ტიაპროფენის მჟავა – TIAPROFENIC ACID

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მისი მოქმედების მექანიზმი და ძირითადი თვისებები შეესაბამება ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალების თვისებებს. იგი არ ახდენს ზეგავლენას პროტეოგლიკანების სინთეზზე სახსრების ხრტილებში. პრეპარატი ხასიათდება მის მიმართ კარგი ტოლერანტობით ხანგრძლივი გამოყენების დროს.

ჩვენებები
რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა ანთებითი დაავადებები;
ტკივილის სინდრომი პოსტოპერაციულ პერიოდში.

დოზირების რეჟიმი
პერორალურად 300 მგ 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს).
თირკმელების მძიმე უკმარისობისას – 200 მგ 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, უმადობა, გულძმარვა, სტომატიტი, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილიანობა, ქავილი, ურტიკარია, გამონაყარი კანზე, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ანამნეზში;
* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ბრონქული ასთმით და მომატებული მგრძნობელობით სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
♦ იგი ამცირებს ნატრიურეზული და ჰიპოტენზიური საშუალებების ეფექტურობას.
♦ პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, სულფანილამიდებთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, მათი მოქმედება ძლიერდება.
♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ორსულობის I და III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook