უთროცინი – 250 / Uthrocin-250

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ერითრომიცინი/erythromycin

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები, მაკროლიდები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემცველობა:
ერითრომიცინის სტერეატი B.P.  250მგ ერითრომიცინის ექვივალენტი
არააქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ციტრატი B.P………………………………. 22.50 მგ
ნატიუმის კარბოქსიდის მეთილის ცელულოზა ……… 9.50 მგ
მიკროკრისტალინის ცელულოზა………………………. 25.00მგ
P.V.P.K. 30BP ……………………..……………. 4.00 მგ
იზოპროპილის სპირტი B.P.…………..….…  საკმ. რაოდ.
ტალკი BP  ………………..…………………..   1.00 მგ
ნატრიუმის სახამებლის გლუკოლატი B.P…………. 7.00მგ
მაგნიუმის სტერეატი B.P…………………………………. 3.00მგ
კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი B.P………………. 2.00მგ
AC-DI-SOL
ნატრიუმის კროსკარმელოზა B.P …………………….. 20.00მგ
კროსპროვიდონი B.P…………………………………………. 2.50მგ

ჩვენებები:
ზედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციები, მწვავე  ჭრილობები, დამწვრობები, აკნე. ალტერნატიული ანტიბიოტიკი პენიცილინის მიმართ ალერგიული პაციენტებისათვის. მწვავე იმპეტიგო, რომლის მიმართაც არაეფექტურია სხვა ანტიბიოტიკები, ფოლიკულები, აკნეს კონტროლი.

დოზა:
ზრდასრული პაციენტები: 250-500მგ დღეში 3-4-ჯერ. გონორეა: 500მგ 6 საათში ერთხელ, 6-7 დღის განმავლობაში; სიფილისი: 1გ 6 საათში ერთხელ 10-15 დღის განმავლობაში (30 დღის განმავლობაში სიფილისის მძიმე ფორმის დრის). პროფილაქტიული საშუალება სტაფლოკოკების წინააღმდეგ: 250მგ 12 საათში ერთხელ.
ბაშვები: 30-50მგ/კგ/დღეში, 6-საათიანი ინტერვალებით.
კანი:   დღეში ორჯერ.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა
გვერდითი ეფექტები: ინფექციები და ინვაზიები: გულისრევა, ეპიგასტრიული დიარეა, კანზე გამონაყარი და ქოლესტატიკური სიყვითლე. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, პირის ღრუს კანდიდოზი, თრომბოფლებიტი, ციება
კანი: ლოკალური გაღიზიანებები, სიწითლე, ფრურიტი

სპეციალური გაფრთხილებები:
ინფექციები და ინვაზიები: ღვიძლის დისფუნქცია ხანგრძლივი გამოყენებისას
კანი: თავიდან უნდა იქნას აცილებული წამლის კონტაქტი თვალთან და ლორწოვან გარსებთან
ორსულობა: ორსულობის პერიოდში მიჩნეულია უსაფრთხოდ. გაზრდილი ტრანსმინაზა და პოტენციური ჰეპატიტი.
ლაქტაცია: შედარებით დიდი რაოდენობით აღმოჩნდა დედის რძეში, მაგრამ შეიძლება მაინც მიეცეს მეძუძურ დედებს. ახალშობილს შეიძლება გამოუვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა და ცვლილებები კუჭნაწლავის ფლორაში
ბავშვები: დღიური დოზა: 30-50მგ/კგ. მაქსიმალური დოზა 100მგ/კგ/ დეში, მწვავე ინფექციების დროს.
ხანდაზმული პირები: თუ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია დოზის რეგულირების საჭიროება არ არსებობს

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
ანტიკოაგულანტები: გაზრდილი ეფექტი იწევევს სისხლდენას
ბრომოკრიპტინი იწვევს ტოქსიკურობას
კარბამაზეპინი: იწვეს სახიფათო ტოქსიკურობას და საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს და ჰოსპიტალიზაციას
დიგოქსინი: იზრდება დიგოქსინის დონეები შრატში, იწვევს ტოქსიკურობას
დიზოპიამიდი: ზრდის დიზოპირამიდის დონეს პლაზმაში, იწვევს არითმიას
ერგოტის ალკალოიდები: ვლინდება მწვავე ერგოტიზმი პერიფერული იშემიის სახით
მეთილპრედნიზოლონი: ამცირებს მეთილპრედნიზოლონის კლირენსს
პენიცილინები: ცვლის წამლის ეფექტურობას სინერგიულად ან ანტაგონისტურად
თეოფილინი: ზრდის თეოფილინის დონეებს შტარში, რაც ტოქსიკურობას იწვევს. ამცირებს ერითრომიცინის დონეებს შრატში
ტრიოზოლამი: ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიას

შენახვა: ინახება გრილ, მშრალ ადგილზე. არ შეინახოთ თბილ და ტენიან გარემოში. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა: 250 მგ ტაბლეტი №100

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook