ფერაცინი / Ferracin

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):  რკინის სუკროზა/ ferrous (III) hydroxyde polymaltose complex

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის რკინა რკინის სუკროზის სახით (რკინა III დიოქსიდის კომპლექსის ხსნარი.)
ხსნარის თითო მილილიტრი შეიცავს 20მგ რკინას, რკინის სუკროზის სახით (რკინა III დიოქსიდის კომპლექსის ხსნარი)
თითოეული 5მლ ამპულა შეიცავს 100მგ რკინას, რკინის სუკროზის სახით (რკინა III დიოქსიდის კომპლექსის ხსნარი)
სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი
როგორ გამოიყურება ფერაცინი ი.ვ. და კოლოფის შიგთავსი
ფერაცინი ი.ვ. არის წყალში გახსნილი რკინის სტერილური, მუქი ყავისფერი, გაუმჭვირვალე ხსნარი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური ინექციისათვის ან კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
ფერაცინი ი.ვ. გამოშვებულია 5მლ მინის ამპულაში, რომელიც შეესაბამება 100მგ რკინას ამპულაშო. კოლოფში არის 5 ამპულა.

რას წარმოადგენს ფერაცინი .. და როდის გამოიყენება ის
ფერაცინი ი.ვ. (რკინის სუკროზა დიოქსიდის კომპლექსი 20მგ/მლ) მიეკუთვნება რკინის შემცველ პრეპარატებს. იგი კეთდება უშუალოდ ვენაში.
ფერაცინი ი.ვ. გამოიყენება ორგანიზმის რკინის რეზერვის შესავსებად ავადმყოფებში რკინის დეფიციტით. ეს მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში
–           ავადმყოფებში, რომლებიც ტოლერანტულები არიან რკინის პერორალურ ფორმებზე;
–           ავადმყოფებში, რომლებიც ვერ იღებენ რკინის პრეპარატებს პირის ღრუდან;
–           ავადმყოფებში, რომლებიც საჭიროებენ რკინის დეფიციტის სწრაფ შევსებას;
–           ავადმყოფებში, რომლებიც ვერ ითვისებენ პირიდან მიღებულ რკინის პრეპარატებს, როგორიცაა ნაწლავების ანთების დროს.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის ანალიზი იმის დასადგენად თუ რამდენად მისაღებია ამ წამლის გამოყენება.
2.         სანამ მივიღებდეთ ფერაცინი ი.ვ.
არ გამოიყენოთ ფერაცინი ი.ვ.
–           არ მიიღოთ ფერაცინი თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) რკინის საინექციო ან ინტრავენური პრეპარატების, აგრეთვე ფერაცინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
–           თუ როდესმე გქონიათ
ასთმა, ავიწროებს სასუნთ გზებს გულმკრდის შებოჭილობით,
კანის გამონაყარი ან კანის სხვა ალერგიული ანთება ქავილით და სიმშრალით,
ამ შემთხვევებში უფრო მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.
–           თუ თქვენი ანემია (სისხლის წითელი უჯრედების მკვეთრი ნაკლებობა) არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით;
–           თუ თქვენ ორგაზნიზმში უკვე არის რკინის საკმაო რაოდენობა, მაგრამ ვერ იყენებს მას სწორად;
–           ორსულობის პირველ 3 თვეში

იყავით ფრთხილად ფერაცინთან ..
–           თუ გაქვთ მწვავე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქცია ვენაში რკინის მიღებისას; ამან შეიძლება დააქვეითოს სისხლის ცირკულაცია ქსოვილებში სისხლის მიწოდების შემცირებით. რადგან ასეთი რეაქცია შეიძლება იყოს ფატალური აუცილებელია მედიკამენტის გაკეთება ადექვატური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ გამოვლინდა მწვავე ალერგიული რეაქცია მედიკამენტის შეყვანა უნდა შეწყდეს მაშინვე და საჭიროებისას ექიმმა უნდა დაიწყოს მკურნალობა.
–           თუ გაწუხებთ ღვიძლის პრობლემები ფერაცინის ი.ვ. გამოყენებისას ექიმმა უნდა აკონტროლოს რკინის რაოდენობა თქვენს სისხლში;
–           თუ გაქვთ რაიმე მწვავე ან ქრონიკული ინფექცია;
–           თუ გაწუხებთ ალერგიული რეაქციები სახსრებში ტკივილით. ეს რეაქციები აღინიშნება უფრო ხშირად დოზის გადაჭარბებისას;
–           თუ ინექცია კეთდება სწრაფად შეაძლება აღინიშნებოდეს წნევის დროებითი აწევა;
ეს მედიკამენტი შეყვანილი უნდა იყოს უშუალოდ ვენაში. ვენის ირგვლივ ჩაღვრისას ვითარდება მწვავე ტკივილი, გაწითლება და შეშუპება ინექციის ადგილას. ამ დროს აუცილებლად მაშინვე უთხარით ექიმს ან ექთანს;

სხვა მედიკამენტების გამოყენება
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბოლო პერიოდში იღებდით რაიმე წამალს რეცეპტის გარეშე გასაყიდის ჩათვლით.
ფერაცინი ი.ვ. არ უნდა მიიღოთ რკინის პერორალურ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ორალურად მიღებულის შეწოვა მცირდება. ამ მიზეზის გამო პერორალური მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნას არაუადრეს 5 დღისა ფერაცინის უკანასკნელი ინექციის შემდეგ.

ორსულობა ან ძუძუს წოვება
ფერაცინი ი.ვ. არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და დიდი სიფრთხილით შეიძლება გამოყენებულ იქნას  4 – 9 თვეების შუალედში. ფერაცინი ი.ვ. შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ორალური მედიკამენტები ნაკლებ ეფექტურია ან არ არიან ტოლერანტული და არის რკინის მწვავე ნაკლებობა.
ფერაცინი ი.ვ. არ გადადის დედის რძეში, ამდენად ზემოქმედება ჩვილზე მოსალოდნელი არ არის.
შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს ვიდრე მიიღებდეთ რაიმე სხვა მედიკამენტს.

მანქანის მართვა და მექანიხმებთან მუშაობა
ზოგ ავადმყოფს შეიძლება გაუჩნდეს თავბრუსხვევა, სისუსტე ან გულის წასვლა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება მანქანის მართვა და მექანიხმებთან მუშაობა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფერაცინი ი.ვ.  შემადგენელი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ანუ არის ძირითადად “ნატრიუმ თავისუფალი”

როგორ მივიღოთ ფერაცინი ..
ფერაცინი ი.ვ. შეიძლება მხოლოდ შეყვანილი იქნას უშუალოდ ვენაში ნელა ინექციის ან ინფუზიის გზით. ინფუზია უფრო მისაღებია. ფერაცინი ი.ვ. არ უნდა იქნეს შეყვანილი კუნთებში ან კანქვეშ.
პირველი დოზის შეყვანამდე უნდა გაკეთდეს სინჯი, ხომ არ არის ალერგიის საშიშროება.
ფერაცინი ი.ვ. დოზა იანგარიშება სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობისა და ავადმყოფის წონის მიხედვით. ექიმმა უნდა განსაზღვროს რა სიხშირით და რამდენ ხანს გჭირდებათ მკურნალობა.
ფერაცინი ი.ვ. არ არის მიღებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
თუ თქვენ გამოიყენეთ ზედმეტი ფერაცინი ი.ვ., ვიდრე იყო საჭირო
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ფერაცინი ი.ვ. ქსოვილებში შეიძლება მოიმატოს რკინის რაოდენობამ. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის მიზანია ქსოვილებში რკინის რაოდენობის შემცირება მაგ. რკინის სავალდებულო საშუალებების გამოყენებით.
თუ გექნებათ რაიმე შეკითხვა  მედიკამენტის გამოყენების შესახებ შეეკითხეთ ექიმს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად ფერაცინმაც შეიძლება მოგვცეს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყოველთვის.
გვერდითი ეფექტების სიხშირის შესაფასებლად საფუძვლად გამოიყენება შემდეგი:
ძალზე ზოგადი.    1 ავადმყოფში 10-დან
ზოგადი.           1-დან 10-მდე შემთხვევაში 100-დან
არაზოგადი.        1-დან 10-მდე შემთხვევაში 1000-დან
იშვიათი.           1-დან 10-მდე შემთხვევაში 10000-დან
ძალზე იშვიათი.    1 შემთხვევაში 10000-დან
უცნობი            ხშირად ვერ ფასდებიან ხელმისაწვდომ ცნობებში
ფერაცინის ი.ვ.  გამოყენებისას აღნიშნულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ზოგადი:
–           გემოვნების დროებითი დარღვევა (მეტალის გემო პირში).

არაზოგადი:
–           თავის ტკივილი,
–           თავბრუსხვევა,
–           დაბალი არტერიული წნევა,
–           დაქვეითებული ცნობიერება (კოლაფსი),
–           სისხლის მაღალი წნევა,
–           აჩქარებული პულსი,
–           არითმია (აჩქარება, მოციმციმე ან არარეგულარული),
–           სასუნთქი გზების შევიწროება გულმკერდის შებოჭილობით,
–           გულისრევა.
–           ღებინება,
–           მუცლისა და კუჭის ტკივილი,
–           ფაღარათი,
–           ქავილი,
–           ჭინჭრის ციება,
–           კანის გაწითლება,
–           კუნთების კრამპი,
–           კუნთების ტკივილი,
–           ცხელება,
–           შემცივნება,
–           ალები,
–           გულმკერდის ტკივილი და მკერდის შებოჭილობა,
–           შესიება და ანთება ინექციის არეში, ზოგჯერ ვენის ანთება ან წვის შეგრძნება.

იშვიათი:
–           უმიზეზოდ ქინძისთავებისა და ნემსების ჩხვლეტების შეგრძნება და ქავილი,
–           მწვავე ჰიპერმგრძნობელობა, იშვიათად სახსრების ტკივილით. აგრეთვე ტუჩებისა და ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულის წასვლა და უფრო იშვიათად ეპილეფსიური კრუნჩხვები. თუ გექნებათ რაიმე მწვავე ალერგიული რეაქციები მიმართეთ დაუყოვნებლივი დახმარებისთვის.
–           ხელებისა და ფეხების შეშუპება,
–           დაღლილობა,
–           სისუსტის შეგრძნება,
–           ავადმყოფობის შეგრძნება.

გარდა ამისა არის სპონტანური ცნობები:
სიხშირე დაუდგენელია
–           ცნობიერების დაქვეითება,
–           მსუბუქი თავის ტკივილი,
–           გულის წასვლა,
–           სახის, ენის და/ან სახსრების შეშუპება, მომატებული ოფლიანობა ან ზურგის ტკივილი.

თუ გვერდითი ეფექტები რთულდება ან შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი, უთხარით ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ ფერაცინი ..
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25ºC  ტემპერატურამდე, არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ფერაცინი ი.ვ. კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს თვის უკანასკნელ დღეს.
ვარდისიანობის ვადა ამპულის გახსნის ან ხსნარის მომზადების შემდეგ.
გამოიყენეთ გახსნისთანავე. ასევე გამოიყენეთ გახსნილი ან გაუხსნელი ხსნარი მაშინვე.
არ გამოიყენოთ არცერთი ხსნარი გარდა 0.9% მარილის ხსნარისა და არ შეიყვანოთ ხსნარში სხვა მედიკამენტი.
არ გამოიყენოთ ფერაცინი ი. ვ. თუ ხსნარი შემღვრეულია ან არ არის კარგად გახსნილი.
ხსნარი უნდა იყოს გამწვირვალე და სუფთა.
დარჩენილი სითხე უნდა გადაიღვაროს.

მიღება
ფერაცინი ი.ვ. შეიძლება შეყვანილ იქნა ს მხოლოდ ინტრავენურად ინექციის ან წვეთოვანი გადასხმის სახით. უმჯობესია წვეთოვანი ინფუზია, რადგან ამ დროს ნაკლებია ჰიპოტენზიისა და ვენის ირგვლივ წამლის ჩაღვრის რისკი.

ახალ ავადმყოფებში პირველად წამლის შეყვანამდე უნდა გაკეთდეს სინჯი:  ფერაცინი ი.ვ.
1 – 2.5მლ ((20 – 50მგ) ხსნარი უნდა შევიყვანოთ ვენაში ნელა 1-2 წთ განმავლობაში. 15 წთ მანძილზე გვერდითი ეფექტების არ არსებობისას შეიყვანება დარჩენილი დოზა მთლიანად.

ფერაცინის ი.ვ. შეყვანისას` აუცილებელია განყოფილებას ჰქონდეს კარდიო-პულმონალური რეანიმაციული აპარატურა, რადგან შეიძლება განვითარდეს ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციები და ჰიპოტენხიური მოვლენები.
რკინის ჰიდროქსიდი სუკროზა არის ძლიერი ტუტე ხსნარი (პH 10.5 – 11.0), ამიტომ არ უნდა იქნას შეყვანილი არც კანქვეშ ან კუნთში, არც მთლიანი საინფუზიო დოზის შესაბამისი რაოდენობა ერთბაშად, რადგან საჭირო დოზა რკინის დეფიციტის ექვივალენტურია
ინტრავენური წვეთოვანი გადასხმა.
ფერაცინი ი.ვ. უნდა გაიხსნას მხოლოდ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
რკინის ჰიდროქსიდ სუკროზის ამპულის ყოველი 5მლ უნდა გაიხსნას 100მლ 0.9% მარილის ხსნარში მაშინვე გადასხმის წინ.(ანუ 2 ამპულა 200მლ-ში და ასე შემდეგ, მაქსიმუმ 5 ამპულა
500მლ ხსნარში).
ვარგისიანობის ვადის მიხედვით ფერაცინი ი.ვ. მეტად განზავება არ არის მიღებული.
ხსნარი შეყვანილი უნდა იქნას შემდეგი სქემით: 100მლ – 15 წუთში, 200მლ არანაკლებ 30 წუთში, 300მლ არანაკლებ 1.5 საათში, 400მლ არანაკლებ 2.5 საათში, 500მლ არანაკლებ 3.5 საათში
ინტრავენური ინექცია:
ფერაცინი ი.ვ. ინტრავენურად შეყვანილი უნდა იქნას ნელა შემდეგნაირად: 1მლ განუზავებელი ხსნარი 1 წუთის განმავლობაში (ანუ ამპულა 5 წუთში) და რკინის ჰიდროქსიდ სუკროზა კომლექსის არა უმეტეს 2 ამპულისა (200მგ რკინა) ერთ ინექციაზე. ინექციის შემდეგ ვენის ირგვლივ ხსნარის ჩაღვრის რისკის ასაცილებლად კიდური უნდა იყოს განზიდული და აწეული და ინექციის ადგილზე უნდა დაედოს დამწოლი ნახვევი არა ნაკლებ 5 წუთისა.
ინექცია დიალიზის დროს
ფერაცინი ი.ვ. შეიძლება შეყვანილი იქნას ჰემოდიალიზის დროს ექსტრაკორპორალური ცირკულაციის ვენურ ხაზში ისევე როგორც ინტრავენური შეყვანისას.
თუ მთლიანი საჭირო დოზა აღემატება მაქსიმალურ დღიურ დოზას გადასხმა უნდა დაიყოს.

გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენების წინ ამპულა უნდა დათვალიერდეს რომ არ იყოს შემღვრეული ან გატეხილი. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ის ამპულა, რომელიც შეიცავს ჰომოგენურ ხსნარს. განზავებული ხსნარი უნდა იყოს ყავისფერი და სუფთა.
შეუთავსებლობა
ფერაცინი ი.ვ. უნდა გაიხსნას მხოლოდ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. არ შეიძლება სხვა ინტრავენურ ხსნარებში გახსნა და არ უნდა შეერიოს სხვა წამლები, რადგან ეს ქმნის პრეციპიტაციისა და/ან ურთიერთქმედების რისკს.
ვარგისიანობის ვადა კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ
მიკრობიოლოგიური მოსაზრებების გამო გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინვე.
ვარგისიანობის ვადა 0.9% ნატრიუნის ქლორიდის ხსნარში გახსნის შემდეგ
ხსნარი მაცივარში (2–8ºC) შენახვისას სტაბილურია 24 საათის მანძილზე, თუმცა მიკრობიოლოგიური მოსაზრებების გამო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნეს მაშინვე.

გამოშვების ფორმა: 20 მგ/მლ 5 მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი/კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Acino pharma A.G, შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook