ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
საკვები დანამატი
ფიტობრიუ-სიროფი შეიცავს ნატურალურ აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ამცირებს ხველას და ყელის ტკივილს.
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები:
• ნედლი ფიჭვის თხიერი ექსტრაქტი (Pinus sylvestris L.) 3 %,
• ევკალიპტოლი 0.04 %,
• ალთეს თხიერი ექსტრაქტი (Althea officinalis L.) 3 %.
სხვა ინგრედიენტები: დამატკბობელი (E240), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, კონსერვანტი (E219).
თვისებები
ნედლი ფიჭვის თხიერი ექსტრაქტი – ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება სუნთქვის
ორგანოებზე, ძველი დროიდან გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში.
ევკალიპტოლი – ევკალიპტის ფოთლების არომატული ზეთი, ახასიათებს დამარბილებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
ალთეს თხიერი ექსტრაქტი – ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება სუნთქვის ორგანოებზე, გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანების შესამცირებლად და ხველის შესამსუბუქებლად.
გამოყენების მეთოდი:
ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ სახურავს და მოატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით.
2-10 წლის ბავშვებში:
– 1 დესერტის კოვზი (10მლ) 6 საათში ერთხელ.
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
– 1 სუფრის კოვზი (15მლ) 6 საათში ერთხელ.
– ფიტობრიუ შეიძლება გაიხსნას სასმელ წყალში ან წვენში.
მიღების შეზღუდვა
• მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი – ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
• 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
გაფრთხილებები
• არ გამოიყენოთ საკვები დანამატი სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების
შემცვლელად.
• მუდმივი ხველის ან შემდგომი ცხელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• შეიცავს დამატკბობელს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.
• არ შეიცავს შაქარს.
• ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), სინათლისგან დაცულ ადგილზე ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოშვების ფორმა: სიროფი 200 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Medinfar, პორტუგალია