ფლორა აფი / Flora Up

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

წამლის ფორმა
1 კაფსულა ფლორა აფი-ს ან 1 საშეტი შემადგენლობაში შედის: 250მგ Saccharomyces boulardii (5 მილიარდი CFU პრობიოტიკური ლიოფილიზირებული Saccharomyces boulardii) და ინულინი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლორა აფი ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ეტიოპათოგენეზური, ანტიმიკრობული და ანტიდიარეული მოქმედება. მასში შემავალი 5 მილიარდი Saccharomyces boulardi აინჰიბირებს: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis, Enthamoeba hystolitica, Lambliae, (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterºColitica) მიკროორგანიზმების ზრდას.
ფლორა აფი ავლენს განსაკუთრებით ანტიტოქსიურ მოქმედებას Clostridium difficile¬-ს ტოქსინების მიმართ. გამოიმუშავებს პროტეაზებს, რომლებიც შლიან ტოქსინებს და ტოქსინების სამიზნე რეცეპტორებს. ენტეროციტებში ცამფ-ის (ციკლური ადენოზინ-მონოფოსფატი) დათრგუნვით ავლენს ანტისერეტორულ მოქმედებას. ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს IgA და სხვა იმუნოგლობულინების სეკრეტორული კომპონენტების სინთეზის მომატების გზით. ზრდის წვრილი ნაწლავის დისაქარიდაზების აქტივობას (ლაქტაზა, საქარაზა, მალტაზა), აღადგენს შეწოვის პროცესს წვრილ ნაწლავებში და აუმჯობესებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტროფიკას.
Saccharomyces boulardii რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ და ეფექტურად გამოიყენება მათთან ერთად კომბინაციაში.
Saccharomyces boulardii მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ, ნაწლავებში მოხვედრისას სწრაფად მრავლდება და აღწევს მაღალ კონცენტრაციას, რაც ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. არ აღწევენ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მეზენტერიულ ლიმფურ კვანძებში

ჩვენებები:
– მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა,
– დიარეა განპირობებული ანტიბიოტიკების მიღებით (მკურნალობა და პროფილაქტიკა),
– ანტიბიოტიკების, ონკოსტატინების, ქიმიოპრეპარატების მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა,
– Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი,
– შიდსთან ასოცირებული დიარეა,
– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,
– აკნე

მიღების წესი:
ბავშვებში 1კაფსულა და ან საშეტი 2ჯერ დღეში
11 წლიდან ზევით და მოზრდილებში 1 კაფსულა და ან საშეტი 3 ჯერ დღეში

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების   მიმართ

გაფრთხილება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღება ექიმის დანიშნულებით

შენახვის წესი
ეინახეთ  არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.
შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: საშეტი #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook