ფლოქსადექსი თვალის/ყურის სუსპენზია

  • თურმანიძის მალამოები

ფლოქსადექსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აქტიური ნივთიერებები:
ციპროფლოქსაცინი ………………. 3.5 გ/ლ,
დექსამეტაზონი…………………….. 1გ/ლ;
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის აცეტატი, პოლისორბიტი 80,დინატრიუმის ედეტატი; ეთანოლი; კონსერვანტი – ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,01%.

აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობული საშუალება – ციპროფლოქსაცინი  და გლუკოკორტიკოიდი – დექსამეტაზონი.

გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო დამადესენსიბილიზირებელი მოქმედება.

ჩვენება:
თვალისა და ყურის ინფექციები გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ოფთალმოლოგიაში:
თვალის რქოვანა გარსის წყლული, გამოწვეული შემდეგი  მიკროორგანიზმებით:  Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, StreprºCºCcus pneumoniae, StreprºCºCcus (Viridans ჯგუფი).
კონიუქტივიტი, გამოწვეული: Haemophilus influenzae, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus, StreprºCºCcus pneumoniae.
კონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი ეპითელიუმის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი, ანთებითი პროცესი თვალის ტრავმისა და ოპერაციული ჩარევების შემდეგ.

ოტორინოლარინგოლოგიაში:
შუა ყურის ინფექციები: ოტიტი; ოტორეა გამოწვეული ტიმპანსტომიური შუნტირების ჩატარების შემდეგ.

დოზირება:
ოფთალმოლოგიაში: ინსტილაციის სახით 1-2 წვეთი ყოველ 4 საათში, მწვავე ინფექციის დროს 2 წვეთი ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ინსტილაციის დოზასა და სიხშირეს ამცირებენ.
ოტორინოლარინგოლოგიაში: 4-5 წვეთში დღეში 3-ჯერ.

უკუჩვენება:
ვირუსული კერატიტი, თვალის ლორწოვანი გარსისა და ქუთუთოების ჩირქოვანი ინფექციები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მოქმედების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმებით, თვალის ტუბერკულოზური დაზიანება, მწვავე ლიქენი, თვალის და ყურის ვირუსული და სოკოვანი დაავადებანი, პრეპარატის ერთ ერთი კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
ორსულობის პერიოდში, ასევე ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სამკურნალო ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: რქოვანას განლევისას არსებობს პერფორაციის საშიშროება.
იშვიათად  ქუთუთოების შეშუპება, სინათლის შიში, ცრემლდენა. ძალიან იშვიათად, ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია თვალის შიდა წნევის მომატება, კატარაქტის  წარმოქმნა.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს აუცილებლია თვალების მობანა თბილი წყლით.

სიფრთხილის ზომები:
არ გამოიყენება საინექციოდ.
გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზის მოშორება.
სხვა პრეპარატით სარგებლობისას ინტერვალი მათ  მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 5 წთ.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ  თვალისა და ყურის წვეთების სახით. პრეპარატის რეკომენდებულზე გაცილებით მეტი ხანგრძლივობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოებით ან ვირუსებით გამოწვეული მეორადი ინფექციების განვითარება.
მკურნალობის პროცესში აუცილებელია თვალშიდა წნევისა და რქოვანას მდგომარეობის კონტროლი.

ვარგისიანობა:
2 წელი. გამოიყენება შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.

შენახვის პირობები:
ინახება 15 – 30º C-ზე  ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წამლის ფორმა: თვალის/ყურის სუსპენზია. 10მლ პოლიეთილენის  საწვეთურიანი ფლაკონი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებლი: “LIQVOR Pharmaceuticals”

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook