ფლუოცინოლონ აცეტონიდი

  • თურმანიძის მალამოები

ფლუოცინოლონ აცეტონიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს ადგილობრივი გამოყენებისათვის. ფლუოცინოლონ აცეტონიდს გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ლოკალური ანთების, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდატური მოქმედება. ამცირებს ან აქრობს კანის ანთებით რეაქციას.

ჩვენებები
სხვა ლოკალიზაციის და ფორმის ეგზემა, ფსორიაზი;
კანზე სებორეული გამონაყარი, სებორეული დერმატიტი;
მწვავე ეგზემატოზური მდგომარეობა;
გართულებები მეორადი ბაქტერიული ინფექციით;
ჯიბერტის ვარდისფერი ლიქენი;
ნეიროდერმიტი;
კანის ქავილი;
სხვადასხვა გენეზის კანის ალერგიული დაავადებები;
დისკოიდური წითელი მგლურა;
I ხარისხის დამწვრობა;
მზის სხივებით გამოწვეული დამწვრობა;
მწერების ნაკბენი.

დოზირების რეჟიმი
ფლუოცინოლონ აცეტონიდი გამოიყენება ადგილობრივად. იგი შეიძლება თხელ ფენად სხეულის დაზიანებულ უბანზე დღეში 1-3-ჯერ შეიზილოს. იგი გამოიყენება აგრეთვე ნახვევის სახით.

გვერდითი მოვლენები
ტელეანგიექტაზიები, სტეროიდების გამოყენების შემდგომი სისხლძარღვოვანი პურპურა, კანის ატროფია, კანის დაჭიმვა, ჰირსუტიზმი, პერორალური დერმატიტი, კანის მეორადი ინფექციური დაზიანება.
დიდ უბანზე ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

უკუჩვენებები
ტუბერკულოზი, კანის ჩირქოვანი, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის გამოყენებისას ჩვეულებრივი ან ვარდისფერი ფერიმჭამელების შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების გამწავება.
♦  სიფრთხილით გამოიყენება ჩვილ ბავშვებში და გოგონებში პუბერტულ ასაკში.
♦  პრეპარატი შეთავსებადი ანტიმიკრობულ საშუალებებთან.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook