ფლუქოლდი ჩაი – FLUCOLD TEA

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო  დასახელება:
პარაცეტამოლი   BR.F               750მგ
ფენილეფრინის  ჰიდროქლორიდი   BR.F               10 მგ
ასკორბინის  მჟავა (ვიტამინი  C)  BR.F                  60 მგ

წამლის  ფორმა:
ფხვნილი  პაკეტებში   (პაკეტი), ცხელი  სასმელის  მოსამზადებლად.
1 პაკეტი  შეიცავს  5  გრ  ფხვნილს,  რომელშიც  არის   750 მგ   პარაცეტამოლი,  10 მგ  ფენილეფრინ  ჰიდროქლორიდი,  60 მგ  ასკრბინის  მჟავა.
დამხმარე  ნივთიერებები: სახამებელი,  ასპარტამი, კალციუმის  გლუკონატი,  ლიმონის  მჟავა,  ლიმონის  არომატიზატორი,  ლაქტოზა,
ყვითელი  საღებავი  „სანსეტ  FSF“.
ფლუქოლდი  ფხვნილი,  ლიმონის  დამახასიათებელი  სუნით, სასმელი  ხსნარის  მოსამზადელად, მიეკუთვნება  ტკივილდამაყუჩებელ,  არანარკოტიკულ  საშუალებებს. გააჩნია ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი  და  ანთების  საწინააღმდეგო  მოქმედება. ფენილეფრინის  ჰიდროქლორიდი  თავიდან  გაცილებთ  ცხვირის  დაცობას. პრეპარატის  შემადგენლობაში  შემავალი  ასკორბინის  მჟავა  წარმოადგენს  ვიტამინს,
რომელიც  ზრდის  ორგანიზმის  წინააღმდეგობას  გრიპის  და  მწვავე  რესპირატორულ- ვირუსული  ინფექციებისას.

ჩვენებები:
ფლუქოლდი  გამოიყენება  მოზრდილებსა  და  ბავშვებში  12   წლის  ზემოთ   სხეულის
მომატებული  ტემპერატურისას,  გაციებისას  (გრიპი, მწვავე  რესპირატორულ-ვირუსული  ინფექციები)  და  სხვა  ინფექციურ-ანთებითი   დაავადებებისას. ასევე  მსუბუქად  ან  ზომიერად  გამოხატული  ტკივილის  სინდრომისას  (თავის, კბილის  ტკივილი, ტკივილი  კბილების  ამოჭრისას,  ყელის  ტკივილი, ნევრალგია,  მიალგია.)

წინააღმდეგჩვენებები:
მომატებული  მგრძნობელობა  პარაცეტამოლისადმი  და  პრეპარატის  სხვა  შემადგენელი
კომპონენტებისადმი.  ღვიძლის,  ან  თირკმელების  ფუნქციის  გამოხატული  დარღვევები.
გლუკოზა-6-ფოსფატ  დიჰიდროგენეზას  გენეტიკური  არარსებობა. სისხლის  დაავადებები. პრეპარატის  გამოყენება  ორსულობის  და  ლაქტაციის  დროს  არ  არის  ბოლომდე  დადგენილი  და  მისი  გამოყენების  აუცილებლობის  შემთხვევაში  საჭიროა  ექიმის  კონსულტაცია.

გაფრთხილება:
არ  შეიძლება  ერთდროულად  პარაცეტამოლის  შემცველი  სხვა  პრეპარატების  მიღება,  ასევე  სხვა  არანარკოტიკული  ანალგეზიურების  და  ანთების  მჟავა,  იბუპროფენი  და   ა.შ.)
მიღება.   სხვა  სამკურნალო  საშუალებების  გამოყენება  ფლუკოლდთან  ერთად
შეთანხმებული  უნდა  იყოს ექიმთან.
სიფრთხილით  და  ექიმის  მეთვალყურეობით   გამოიყენება  პაციენტებში  ღვიძლის, ან  თირკმელების  ფუნქციის  დარღვევით   ჟირბერის  სინდრომისას (კონსტიტუციური  ჰიპერბილიტუბინემია.)
პრეპარატის  ხანგრძლივი   (5  დღეზე  მეტი)  გამოყენებისას  აუცილებელია  პერიფერიული  სისხლის  სურათის  და  მკურნალობის  ფუნქციური  მდგომარეობის   კონტროლი.
ღვიძლის  ტოქსიკური  დაზიანების  თავიდან  ასაცილებლად  ფლუკოლდთან  ერთად  არ
მიიღოთ  ალკოჰოლური  სასმელები, ასევე  არ  უნდა  დაინიშნოს პირებში,  რომლებიც  ქრონიკულად  მოიხმარენ  ალკოჰოლს.
მწვავე   მოწამვლის  ნიშნები    – გულისრევა,  ღებინება,  ტკივილი  კუჭში,   სიმპტომები. მძიმე  შემთხვევეში  ვითარდება  ღვიძლის  უკმარისობა  და  კომატოზური  მდგომარეობა.
პრეპარატის  მოწამვლაზე  ეჭვის  შემთხვევაში   აუცილებელია დაუყოვნებლივ  მიმართოთ  ექიმს. დაზარალებულს  უნდა  ჩაუტარდეს  კუჭის   ამორეცხვა  მოწამვლიდან პირველი  4  საათის  განმავლობაში, დაენიშნოს  ადსორბენტი.

მიღების  წესი  და  დოზირება:
მოზრდილები  და  ბავშვები  12 წელს  ზემოთ:  რეკომედებულია  დაინიშნოს  ერთი  პაკეტი  აუცილებლობისას
3-4  ჯერ  დღეღამეში,  მიღებებს  შორის  4-6   საათიანი  ინტერვალით. მაქსიმალური  სადღეღამისო  დოზა  4  პაკეტი.
მოზრდილები  და  ბავშვები  12 წელს  ზემოთ:  რეკომედებულია  დაინიშნოს  ერთი  პაკეტი  აუცილებლობისას
3-4  ჯერ  დღეღამეში,  მიღებებს  შორის  4-6   საათიანი  ინტერვალით. მაქსიმალური  სადღეღამისო  დოზა  4  პაკეტი.
ერთი  პაკეტის  შიგთავსი  გადმოყარეთ  ჭიქაში,  დაასხით  150 მლ  ცხელი  წყალი,  ან  ჩაი,  მოურიეთ  და  დალიეთ  მიღებული  ცხელი  ხსნარი. პრეპარატის  მიღება  არ  არის  რეკომენდებული  3  დღეზე  მეტი  ხნის  განმავლობაში, როგორც  ტკივილგამაყუჩებელი  საშუალებისა  ექიმის  მეთვალყურეობის  გარეშე.

გვერდითი  მოვლენები:
თერაპიული  დოზებით  პრეპარატი  ჩვეულებრივ  კარგად  გადაიტანება. ხანდახან  შესაძლებელია  გამოვლინდეს კანის  ალერგიული  რეაქციები  (ქავილი, გამონაყარი  და  ჭინჭრის  ციება).  იშვიათად   სისხლის  სისტემის  დარღვევა. დიდი  დოზებით  ხანგრძლივი  მიღებისას  შესაძლებელია  ღვიძლის  და  თირკმლის
ფუნქციის  დარღვევა.  პრეპარატის  ყველა  გვერდითი  (უჩვეულო)  მოვლენის  შესახებ,  მათ  შორის  რაც  არ  არის  აღნიშნული  ამ  ინსტრუქციაში  შეატყობინეთ  ექიმს.

გამოშვების  ფორმა:
პაკეტები, რომელიც  შეიცავს  5 მგ  ფხვნილს. შეფუთვაში  არის  5  პაკეტი.

შენახვის  პირობები:
შეინახეთ   არაუმეტეს  25  გრადუს C  ტემპერატურისა. შეინახეთ  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის  ვადა: გამოშვებიდან  3  წელი.

გაცემის  წესი: ურეცეპტოდ  (III  ჯგუფი)

მწარმოებელი:  ნაბროს ფარმა,  ინდოეთი.

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook