ფოლის მჟავა / Folic Acid

ფოლის მჟავა – ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფოლიუმის მჟავა folic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წყალში ხსნადი ვიტამინები

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი, B-ვიტამინების ჯგუფიდან. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული.
კერძოდ, მისი მონაწილეობა მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის;
მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

ფარმაკოკინეტიკა

კარგად იწოვება კუჭ-ნაწლავიდან, ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში და სხვა ქსოვილებშიც, ნაღველითა და შარდით გამოიყოფა.

ჩვენებები

ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია.
რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა:

  • სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია;
  • სპრუ;
  • ქრონიკული გასტროენტერიტები;
  • ნაწლავის ტუბერკულოზი;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით).

დოზირების რეჟიმი

სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღე-ღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში – შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით.

  • მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ.
  • ორსულობაში – 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში – 300 მკგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავასადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

რეკომენდებული დოზებით ფოლიუმის მჟავას მიღება დაშვებულია როგორც ორსულობაში, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიც.

განსაკუთრებული მითითებები

  • პერნიციოზული ანემიის დროს ფოლიუმის მჟავას მხოლოდ ციანოკაბალამინთან ერთად იღებენ, ვინაიდან ჰემოპოეზის სტიმულაცის მიუხედავად ფოლიუმის მჟავა ნევროლოგიურ გართულებებს ვერ ეწინააღმდეგება (ფუნიკულური მიელოზის ჩათვლით).
  • ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება (განსაკუთრებით მაღალი დოზით) სარისკოა სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის მოსალოდნელი დაქვეითების გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

  • ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას შეთვისება დაქვეითებული იქნება.
  • თავის მხრივ ფოლიუმის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის, პასმ, სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება.
  • ფოლიუმის მჟავას გავლენით ფენიტოინის მეტაბოლიზმი ძლიერდება.

გამოშვების ფორმა: 5მგ ტაბლეტი #50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფოლის მჟავაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 რატომ არის მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობის დროს?
💊 ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც კოფერმენტის სახით მონაწილეობს სისხლწარმოქმნისას აზოტოვანი ნაერთების სინთეზის რეაქციებში.
⭕️ ფოლიუმის მჟავა შედის:
✅ ღვიძლში;
✅ თირკმელებში;
✅ საფუარში;
✅ სალათებში
🧬 ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული:
➡️ მონაწილეობს მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში;
➡️ აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის;
➡️ მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით);
➡️ მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში;
➡️ მონაწილეობს ქოლინის მეტაბოლიზმში.;
➡️ ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან
👉 გაიგეთ მეტი ფოლიუმის მჟავას ჩვენებების, გვერდითი ეფექტებისა და დოზირების შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3wh9oV7
#ფოლიუმისმჟავა #ფოლატი #ფოლიუმისმჟავაორსულებში #ფოლიუმისმჟავასდოზები #ვიტამინიB9 #ფოლიუმისმჟავასშემცველიპროდუქტები #ორსულობადაფოლიუმისმჟავა #ნერვულიმილისგანვითარება #ნერვულიმილისდეფექტები #სპინაბიფიდა #Bვიტამინიორსულებში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian