ფორტონზინი

თურმანიძის მალამო

ფორტონზინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა:

შემადგენლობა 1შესხურება 0,1მლ 6 შესხურება 0,6მლ 9 შესხურება 0,9მლ
ბეგქონდარას ექსტრაქტი 8,8მგ 52,8მგ 79,2მგ
გვირილას ექსტრაქტი 2,75მგ 16,5მგ 24,75მგ
პროპოლისის ექსტრაქტი 1,1მგ 6,6მგ 9,9მგ


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები გამოიყენება ყელისა და სასუნთქი გზების სამკურნალოდ. გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები შეიცავენ ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს, ტანინებს და სხვა. გვირილას ექსტრაქტი დადებით ეფექტს ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე.
გვირილას და ბეგქონდარას ექსტრაქტები ხელს უწყობენ ყელისა და ბრონქების ნორმალური ეპითელიუმის აღდგენას.
პროპოლისი – უნიკალური პროდუქტი. აქვს მნიშვნელოვანად დადებითი ეფექტი თითქმის ყველა ორგანოთა სისტემასა და ორგანოებზე, მათ შორის ამაღლებს სასუნთქი გზების ორგანოების იმუნიტეტს. პროპოლისის ძირითადი კომპონენტებია ფლავონოიდები, გლიკოზიდები, რთული ეთერზეთები, ვიტამინები, მინერალები და სხვა. ფორტონზინში შემავალი პროპოლისის ექსტრაქტი ასევე შეიცავს დიდი ოდენობით ფლავონოიდ გალანგინს (10%), რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მოლეკულას პროპოლისში.

ჩვენებები:
ლორორგანოების ანთებითი დაავადებები: ლარინგიტი, ფარინგიტი. ადენოიდები.
პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი.
ოზენა – „ლორ“ ორგანოების სიმშრალე.

დოზირება:
ბავშვებში 0დან-3 წლამდე -1 შესხურება ყელში 2-3ჯერ დღეში
ბავშვებში 3დან-10 წლამდე -1-2 შესხურება ყელში 6ჯერ დღეში
ბავშვებში 10 წლის ზევით 3 შესხურება ყელში 6ჯერ დღეში

შენახვის პირობები: ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

მიღებამდე  საჭირო ფლაკონის შენჯღრევა.
ნუ აწევთ აპლიკატორს ზევით
აპლიკატორი მოძრაობს მარჯვნივ და მარცხნივ.

მოათავსეთ აპლიკატორი პირის ღრუში და დააჭირეთ თითი დგუშს.

გამოშვების ფორმა: 30 მლ ყელის სპრეი პროპოლისით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook