ქლეარზალი

თურმანიძის მალამო

ქლეარზალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბენზალკონიუმის ქლორდი/benzalkonium chloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატი ანტიბაქტერიული,ანტივირუსული და ანტიფუნგალური მოქმედებით.

შემადგენლობა
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ალოე.

ფარმაკოლოგიური  თვისებები
ადგილობრივი გამოყენების  სოკოს საწინააღმდეგო საშუალება,რომელსაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება.0,1% იანი კონცენტრაციით  ქლეარზალ ბაქ-ი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტების,ობისა და ზოგიერთი დიმორფული სოკოების მიმართ.
ქლეარზალ ბაქ-ი სოკოებში სტეროლის სინთეზს არღვევს ადრეულ სტადიებში.ამას მივავართ ერგოსტეროლის დეფიციტსა და სკვალენის უჯრედის შოგნით დაგროვებამდე,რაც იწვევს სოკოს უჯრედის სიკვდილს.
ბენზალკონიუმის ქლორიდი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი,რომელიც 99,9% ით ანადგურებს ადგილობრივად ბაქტერიებს და ვირუსებს.აქვს კარგად გამოხატული ბაქტერიოციდული,ვირუციდული და ანტიფუნგალური მოქმედება.აქტიურია   როგორც გრამ(+) ასევე  გრამ(-) შტამების მიმართ.
ქლეარზალ ბაქ-ი არ ახდენს გავლებას ადამიანში ციტოქრომ P 450 ფერმენტულ სისტემაზე შესაბამისად არ მოქმედებს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ქლეარზალ ბაქ-ი ასევე შეიცას ალოეს,რომელსაც გააჩნია დამარბილებელი ეფექტი  რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას  და ფრჩხილის სწრაფ ზრდას.

ფამაკოკინეტიკა
აქვს ადგილობრივი მოქმედება,არ ხვდება სისტემურ მიმოქცევაში.

ჩვენება
ონიქომიკოზი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
6 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს სიწითლე და ქავილი.აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება დღეში ორჯერ მთელი ფრჩხილის გარშემო და ფრჩხილის თავისუფალი კიდის ქვეშ ინფექციის კერამდე.
პრეპარატის გამოყებებამდე აუცილებელის დაზიანებული მონაკვეთის გასუფთავება და გაშრობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.

სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება პრეპარატის მოხვედრა პირის,ცხვირის,თვალის მიდამოებში.

შენახვის  პირობები
ინახება ბავშვებისათვის  მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25  C.

გამოშვების ფორმა: 0.1% გარეგანი გამოყენების ხსნარი,30 მლ/ლ შუშის ქლიბთან ერთად

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DiaDerm,  აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook