ქემ მულტი+. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მოქმედი აქტიური ნივთიერება:
დასახელება | რაოდენობა ერთ დოზაში | დასახელება | რაოდენობა ერთ დოზაში |
ბეტაკაროტინი | 2500 IU | ქლორიდი | 1მგ |
ვიტამინი C | 50მგ | კალიუმი | 1მგ |
ვიტამინი D | 1000 IU | ასტრაგალი | 150მგ |
ვიტამინი E | 30 IU | ტურმერიკი | 40მგ |
თიამინი | 50მგ | ვანადიუმი | 10მკგ |
რიბოფლავინი | 50მგ | ქოლინი | 50მგ |
ნიანცინი | 50მგ | ინოზიტოლი | 50მგ |
ვიტამინი B6 | 50მგ | PABA | 50მგ |
ფოლატი | 400მკგ | ციტ.ბიოფლ. | 40მგ |
ვიტამინი B12 | 50 მკგ | რუტინი | 40მგ |
ბიოტინი | 100 მკგ | ნეფტლე 2.1 კონცენტრატი | 25მგ |
პანტოთენის მჟავა | 50მგ | ||
კალციუმი | 115მგ | მწვანე ჩაის (ფოთოლი) ქსტრაქტი | 25მგ |
მაგნიუმი | 30მგ | ||
თუთია | 15მგ | აშვაგანდას ექსტრაქტი (ფესვი) | 25მგ |
სპილენძი | 1.5მგ | ||
მანგანუმი | 1მგ | კორდიცეფსი | 25მგ |
ქრომი | 200მკგ | სულფონილ მეთანი | 5მგ |
მოლიბდენი | 75 მკგ | სილიკომანგანუმი | 2მგ |
გამოყენების ჩვენება
შეიცავს ვიტამინების გაზრდილ დოზებს, რაც ხელს უწყობს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შესუსტებას*. ანტიოქსიდანტების დაბალი შემცველობის მიუხედავად, მაინც უზრუნველყოფს ოპტიმალურ კვებით მხარდაჭერას*. უზრუნველყობს ჯანსაღი მეტაბოლური პროცესის შენარჩუნებას, აძლიერებს ბუნებრივ იმუნორეაქციებს.
სხვა ინგრედიენტები – მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელიზა, წითელი კომბოსტო, ნატურალური ბოსტნეული ლურჯი კარმინი, გლიცერინი,ტიტანის დიოქსიდი.
დოზირება და მიღების წესი
2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმის დანიშნულების მიხედვით.
არ შეიცავს
ანტიოქსიდანტებს იმ დოზებით, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია*; წინასწარ ფორმირებულ A ვიტამინს (ინგრედიენტი, რომელიც საზიანოა სიმსივნით დაავადებული და სიმსივნის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება
ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. 18 წლამდე არ მიიღება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: OR Supplements, აშშ