ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
სალბის მშრალი ექსტრაქტი…… 12,50 მგ
ესენციური სალბის ზეთი …….. 2,40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ვაშლის მჟავა, ასპარტამი, სორბიტი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, საქარინი, სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი E -104, საღებავი E -132, არომატული დანამატი,, თაფლი “.
აღწერილობა:
ბრტყელი, დაქანებული კიდეებით, მოცისფრო – მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე ტაბლეტები, შედარებით უფრო ღია და მუქი ფერის ჩანართებით. ტაბლეტის ორივე მხრეზე არის გრავირება << NP >> ხის ფონზე
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ავლენს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობულ და ამოსახველებელ მოქმედებას. გააჩნია შემახორცებელი თვისებები.
გამოყენების ჩვენება:
გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი და სხვ.), პირის ღრუს (სტომატიტი, გინგივიტი) სამკურნალოდ, კომპლექსურ თერაპიაში.
უკუჩვენება;
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე.
მიღების გზები და დოზირება:
საჭიროა პირის ღრუში გაჩერება სრულ გაწოვამდე. – მოზრდილები დღეში 6 ტაბლეტი 2 საათის ინტერვალით.
– 5 წლამდე ბავშვები: დღეში 2 ტაბლეტი, 4 საათზე მეტი ინტერვალით;
– 5- დან 10 წლამდე ბავშვები: დღეში 3 ტაბლეტი, 4 საათიანი ინტერვალით.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
ეფექტის არარსებობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერში ან 2, 4, 6, 8 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპში.
1, 2, 3, 4, 5 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10, 12 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპი; 10, 15 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი;
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ
სამკურნალწამლო ფორმა: საწუწნი ტაბლეტები
მწარმოებელი: ნატურ პროდუკტ ევროპა ბ. ვ., ნიდერლანდები