ციტროსპრეი ფლუ პლუსი / CITROSPRAY FLU Plus

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიების დროს გამოსაყენებელი საშუალება
მოხმარების უნიკალური მეთოდი (სუბლინგვალური და ტრანსბუკალური), უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ მოქმედებას, როგორც ადგილობრივად ასევე სისტემურად.
ციტროსპრეი ფლუ პლუსი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას,
ხასიათდება ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით,
გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება.
ციტროსპრეი ფლუ პლუსი სწრაფად აღადგენს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.
ახასიათებს ადგილობრივი  ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიმიკოზური მოქმედება.
ციტროსპრეი ფლუ პლუსი მოქმედებს როგორც  ძლიერი ანტიოქსიდანტი.

ბეტაციკლოდექსტრინი უზრუნველყოფს ულტრაფილტრაციას, რომლის საშუალებითაც საშუალებით პრეპარატის უმცირესი მოლეკულები, ტრანსბუკალურად გამოყენებისას  სწრაფად იხსნება მცირე რაოდენობიათ ნერწყვში. ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. ბეტაციკლოდექსტრინი აუმჯობესებს პრეპარატის ხსნადობას, სტაბილურობას და აბსორბციას.
კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარეული ექსტრაქტების კომბინაცია ბეტაციკლოდექსტრინთან წარმატებული გადაწყვეტილებაა პრეპარატის სუბლინგვალურად გამოსაყენებლად.
ბეტაციკლოდექსტრინი ამაღლებს მცენარეული ექსტრაქტების ანტიმიკრობულ ეფექტს.
პროპოლისი ხასიეთდება ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.  გამოიყენაბა პირის ღრუს ჩირქოვანი დაავადებების დროს, ტონზილიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს. დადებითად მოქმედებს ორგამიზმის იმუნობიოლოგიურ პროცესებზე.
გრეიფრუტის ექსტრაქტი მდიდარია ბიოფლავონიდითა და პოლიფენოლით. რაც გამაპირობებს მის ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური მოქმედებას. გრეიფრუტის ექსტრაქტი ხელს უწყობს  ლორწოვანი გარსის აღდგენას, აუმჯობესებს C  ვიტამინის ათვისებას, რომელიც დამატებითი ფაქტორია ორგანიზმის გასაძლიერებლად  გრიპისა და გაციების დროს.
ექინაციის ექსტრაქტი  აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. კერძოდ, თრგუნავს სტრეპტოკოკის, სტაფილოკოკის, გრიპისა  და ჰერპესის ვირუსის აქტივობას.
დარიჩინის ექსტრაქტი  ავლენს ძლიერ ანტიმიკრობულ, ანტიოქსიდანტურ და იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას.
პიტნის ექსტრაქტი (მენთოლი) ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
მენთოლს გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება.
იგი იწვევს სისხლძარღვების რეფლექსურ გაფართოებას. გამოიყენება ზედა სასუნთქი დაავადებების, ბრონქიტების და ბრონქოსპაზმის დროს.

მიღების წესი:
ციტროსპრეი ფლუ პლუსი მიიღება დღეში სამჯერ.
დოზირებული სპრეის ერთჯერად დოზად (300მგ) მოიაზრება ორი შესხურება:  ერთი -სუბლინგვალურად, ხოლო მეორე -პირის ღრუს არეში (ტრანსბუკალურად)
რეკომენდებული სადღეღამისო  დოზა შეადგენს 900 მგ-ს.
სასურველია აეროზოლის გამოყებიდან 20 წთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ სითხე და საკვები.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოყენება  ექიმთან კონსულტაციის მიხედვით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
არ გადააჭარბოთ  რეკომენდებულ დღიურ დოზას.
პრეპარატი შეცავს ეთილის სპირტს 37%, ამდენად არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა: სპრეი 25 მლ ფლაკონი # 1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SOLEPHARM Parmaceuticals, ლატვია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook