ძირტკბილას ფესვის სიროფი – GLYCYRRHIZA GLABRA

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო სახელწოდება: ძირტკბილა/Glycyrrhiza glabra;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალებები.
ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები:
ყავისფერი ბლანტი სითხე, სპეციფიური სუნით. შენახვის პროცესში დაიშვება ნალექის დალექვა.
შემცველობა:
სიროფი.
100 გ სიროფი შეიცავს ძირტკბილას ფესვის ბლანტ ექსტრაქტს 4 გ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, გასუფთავებული წყალი, სპირტი 90%.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ძირტკბილას ფესვები შეიცავს გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას კალიუმისა და კალციუმის მარილებს, ფლავონის გლიკოზიდებს (ლიკვირიტინი, ლიკვირიტიგენინი, ლიკვირიტოზიდი). ძირტკბილას პრეპრატების ამოსახველებელი მოქმედება დაკავშირებულია გლიცირიზინის შემცველობასთან, რომელიც ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების წამწამებიანი ეპითელიუმის აქტივობას, აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორულ ფუნქციას.
პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედება სასუნთქი გზების გლუვ კუნთებზე განპირობებულია ფლავონური ნაერთების არსებობით, რომელთაგან ყველაზე აქტიურია ლიკვირიტოზიდი, ანთების საწინააღმდეგო (კორტიკოსტეროიდულის მაგვარი) ეფექტი – გლიცირიზინის მჟავას არსებობით, რომელიც თავისუფლდება გლიცირიზინის ჰიდროლიზის დროს.
ჩვენებები:
ძირტკბილას ფესვის სიროფი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სასუნთქი გზების დაავადებების დროს (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ტრაქეობრონქიტები, პნევმონიები, ბრონქოექტაზური დაავადება).
გამოყენების წესი და დოზები:
ძირტკბილას ფესვის სიროფი ინიშნება შიგნით ჭამის შემდეგ 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების წინ პრეპარატი არ ზავდება, მაგრამ მიღების შემდეგ საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის დაყოლება (ჩაი ან თბილი წყალი).
მოზრდილებსა და მოზარდებში რეკომენდებულია 1 სუფრის კოვზი სიროფი, 1-12 წლის ასაკის ბავშვებში 1/2 ჩაის კოვზიდან 1 დესერტის კოვზამდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის ავადმყოფობის ხასიათის, სიმძიმისა და მიმდინარეობის თავისებურებების, მიღწეული თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.
გვერდითი მოქმედება.
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და შეშუპება) განვითარება.
ძირტკბილას პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და შეშუპების განვითარება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატი უკუნაჩვენებია ავადმყოფბისათვის შაქრიანი დიაბეტით და პირებისათვის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობით, რომლებსაც შეიცავს წამლის მცენარეული ნედლეული.
ჭარბი დოზა:
პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითება:
ძირტკბილას ფესვის სიროფი შეიცავს შაქარს, ამიტომ იგი რეკომენდებული არ არის ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 8°C-15°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი:  რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი. დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”, უკრაინა.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook