ჯოინტ ლაიფ / Joint Life

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:

გლუკოზამინის სულფატი 387  მგ
მეთილსულფონილმეთანი (მსმ) 250  მგ
ვიტამინი C 30  მგ
თუთია 50 მგ
ვიტამინი B12 10  მკგ
ფოლის მჟავა 400 მკგ
სპილენძი 0,5  მგ
ვიტამინი D 7 მკგ
ხონდროიტინის სულფატი 45  მგ

გლუკოზამინი ნიჟარის ქიტინისგან მიღებული ამინოშაქარია, რომელიც ნატურალურ საკვებ დახმარებას წარმოადგენს სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის. მას  გააჩნია ქსოვილის აღდგენის უნარი, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში.   გლუკოზამინი   უზრუნველყოფს   სახსრების ნივთიერებათა  ცვლის  დარღვევებით, ინფექციურ – ალერგიული  პროცესებითა  და  ტრავმებით  გამოწვეული  დაზიანებების  აღმოფხვრას. გლიკოზოამინოგლიკანები  ხრტილოვანი ქსოვილის საკვანძო სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სახსრების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ისინი უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობას, აყალიბებენ მიკროსტრუქტურებს, რომლებიც სიმტკიცეს ანიჭებენ ხრტილს. გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსი სინოვიალური სითხის მთავარი კომპონენტია, რომელიც ახორციელებს სახსრების გაპოხვას და განაპირობებს მათ თავისუფალ მოძრაობას. გლუკოზამინის სულფატი ხელს უწყობს სახსრების ხრტილების დაცვას, ასტიმულირებს პროტეოგლიკანის სინთეზს, ამცირებენ სახსრების დამაზიანებელი ენზიმების აქტივობას. გარდა ამისა, ასტიმულირებს ჰიალურონული მჟავების წარმოქმნას, რომლებიც მოქმედებენ სახსრების ხრტილების ჰიდრატაციაზე, ხელს უწყობენ ხრტილოვან ქსოვილში წყლის შენარჩუნებას და აუმჯობესებენ სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. იგი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას  და  ეფექტურია თირკმელ-კენჭოვანი  დაავადების  მკურნალობისას.
მეთილსულფონილმეთანი  (მსმ)   გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმირებას. მსმ განმსაზღვრელ როლს თამაშობს კუნთების, იოგების, ხრტილების, ფრჩხილების, თმების, კანისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის თავისუფალი პრეოქსიდების რადიკალების წარმოებას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილების, ძვლის უჯრედებისა და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენისათვის.
ჯოინტ ლაიფი  ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის. ახანგრძლივებს რემისიას, ამცირებს გამწვავების შესაძლებლობას, აჩქარებს და აძლიერებს ზემოთ აღნიშნული დაავადებების ტრადიციული მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტიანობას.
ჩვენებები:  ჯოინტ ლაიფი   გამოიყენება ოსტეოპოროზის,  ოსტეომიელიტის, მოტეხილობების, იოგების დაჭიმვის, ართრიტის, ართროზის, მიოზიტის, ბურსიტის დროს. ალერგიების დროს,  გამოიყენება კანის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებების (დერმატიტი, ფერიმჭამელები, ეგზემა, ფსორიაზი და სხვ.) დროს.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი: მოზრდილებში  2  კაფსულა დღეში  უზმოზე ან საკვების მიღების დროს.  პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Life on Healthcare, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook