ჰელმიქსი / Helmix

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები,  ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები
ანტიჰელმინთური საშუალება  ანტიპარაზიტული, დეტოქსიკაციური, ანტიოქსიდანტური და იმუნომოდულატორული მოქმედებით

შემადგენლობა:  Pau D’arco 10:1 10მგ,  გოგრის თესლი 10:1 60მგ,  ნივრის ექსტრაქტი 5 მგ, წითელი მოცვის ექსტრაქტი10მგ, შავი მოცვის ფოთლის ექსტრაქტი10 მგ, ვაშლის პექტინი 5მგ, შავი კაკლის ფხვნილი 10:1 200 მგ, სტაფილოს ფხვნილი10:1 10 მგ, პაპაიას ნაყოფის ფხვნილი 10:1 10მგ.
ჰელმიქსი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ საშუალებას. ჰელმიქსი მოქმედებს ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე, აბლოკირებს გლუკოზის შეწოვის პროცესს და იწვევს ჰელმინთების სიკვდილს ატფ-ის უკმარისობის გამო.

გოგრის თესლი მდიდარია ალკალოიდებით, გლიკოზიდებით, ცვილებით, ეთერზეთებით, E და B ვიტამინებით. მას იყენებენ – ჭიის კვერცხების, ჰელმინთიების (სოლიტერი, ლენტისებრი ჭიები) წინააღმდეგ. ჰელმინთიების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს თესლში შემავალ ძალზე იშვიათ ამინომჟავას.

ნივრის ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. არეგულირებს მადას, კუჭის მოქმედებას, უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას. ნივრის ექსტრქტი ანტიოქსიდანტური მოქმედების წყალობით იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

კაკლის ფხვნილი  მდიდარია C, B1, B2, B3 ვიტამინებით, ბეტა კაროტინით, იოდით, რკინით, საკვები ბოჭკოთი, ტანინებით, იუგლონითა და იუგლონის მჟავით, რომელთაც გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, ანტიფუნგალური, იმუნომასტიმულირებელი, დამცველობითი მოქმედება; არეგულირებენ ლორწოს სეკრეციას; ნაღვლის გამოყოფას.

ჩვენება:
– ენტერობიოზი
– ჰელმინთოზი, გამოწვეული მრგვალი (ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი) და ბრტყელი ჰელმინთებით (ტენიარინქოზი, დიფილობოტრიოზი)
– პროტოზოებით ინვაზია (ლამბლიოზი და ამებიაზი)
– ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, გარდნერელოზი
– დემოდეკოზი
– ინტოქსიკაცია გამოწვეული პარაზიტებით, დისპეფსია, მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული კოლიტი, დაქვეითებული იმუნიტეტი

მიღების წესი:
3-4 წელი 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში,6-12 წელი 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში,12 წლის ზემოთ 1-2 კაფსულა 3 ჯერ უმჯობესია ჭამის დროს. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს.  საჭიროების შემთხვევაში  მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს 2-3 კვირის შემდეგ.

უკუჩვენება:
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

რეკომენდაცია:
ჰელმიქსის მიღებისას უნდა შეიზღუდოს ცხიმოვანი საკვების მიღება
გამოშვების ფორმა: 600 მგ კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ჰერბალ პრეპარატი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook