ჰეპაბენე

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაღველმდენი საშუალებები

შემადგენლობა
1 კაფს.
შავთარას ექსტრაქტი………………………………… 275 მგ
ბაყაყურას მშრალი ექსტრაქტი………………………………… 70-100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, მალინის არომატიზატორი, საქარინი, გასუფთავებული წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპაბენე წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის კომბინირებულ საშუალებას, შეიცავს შავთარას სამკურნალო ექსტრაქტს და ლაქოვანი ბაყაყურას მშრალ ექსტრაქტს. შავთარას სამკურნალო ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ალკალოიდ ფუმარინს, ახდენს სეკრეტირებული ნაღველის რაოდენობის ნორმალიზებას, ხსნის ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სპაზმს, რითაც აადვილებს ნაწლავებში ნაღველის მიდინებას.
ბაყაყურას ნაყოფის ექსრაქტი შეიცავს სილიმარინს, რომელიც ავლენს ჰეპატოპროტექტორულ თვისებებს მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს, ბოჭავს ღვიძლის ქსოვილში თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსიკურ ნაერთებს, გააჩნია ანტიოქსიდანტური და მემბრანომასტაბილებელი აქტივობა. ასტიმულირებს ცილის სინთეზს, ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენას.
ჰეპაბენე ახდენს ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზებას სხვადასხვა მწავე და ქრონიკული პათოლოგიური მდგომარეობების დროს

ჩვენებები
– სანაღვლე გზების დისკნეზიის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (მათ შორის ქოლეცისტექტომიის დროს);
– ქრონიკული ჰეპატიტების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
– ღვიძლის ქრონიკული დაზიანების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პრეპარატს ჰქონდეს სასაქმებელი მოქმედება და დიურეზის მომატება. შეჩვევის ეფექტი არ არის დაფიქსირებული.

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– ღვიძლისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ჰეპაბენეს ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განისაზღვრება პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის თანაფარდობა. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები
ჰეპაბენეთი მკურნალობის პერიოდში ავადმყოფებმა მკაცრად უნდა დაიცვან ექიმის მიერ შერჩეული რეჟიმი, დიეტა და სხვა მედიკამენტური დანიშნულებანი, აგრეთვე თავი უნდა შეიკოვონ ალკოჰოლის მიღებისაგან

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ტევა,  უკრაინა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook