თეთრი ნახშირი / White Charcoal

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სილიციუმის დიოქსიდი /aerosil

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები
შემადგენლობა
სილიციუმის დიოქსიდი (210 მგ) მიკროკრისტალური ცელულოზა (208.67 მგ); შაქრის პუდრი, კარტოფილის სახამებელი. შენიშვნა დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 აბი შეიცავს 0.26 გრ. საქაროზას (ექვივალენტი 0.026 პურის ერთეულისა)
ჩვენებები
გამოყენების სფერო:
რეკომენდებულია საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით როგორც საკვები ბოჭკოების – ენტეროსორბენტების – დამატებითი წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
– საკვებისმიერი მოწამვლა (მათ შორის სოკოთი და ალკოჰოლით)
– მწვავე ნაწლავური ინფექციები
– კუჭის აშლილობა
– ჰეპატიტები (ვირუსული A და B -ს ჩათვლით)
– ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა
– ალერგიული დაავადებები
– ენდოგენური ინტოქსიკაციები
– დერმატიტები
– დისბაქტერიოზი
მიეკუთვნება ენტეროსორბენტების ბოლო IV თაობას – აქტიური ფართობის მიხედვით ობსორბცია 400მ2 – 1 გრამზე
მიღების წესები და დოზები
3-4 წლის ბავშვებისთვის – 2 აბი დღეში 3-ჯერ, კვებათა შორის შუალედში, ჭამამდე 1 საათით ადრე, წყალთან ერთად; 5-6 წლის ბავშვებისთვის – 3 აბი დღეში 3-ჯერ წყალთან ერთად, კვებათა შორის შუალედში, ჭამამდე 1 საათით ადრე; 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის – 3-4 აბი დღეში 3-4 – ჯერ წყალთან ერთად, კვებათა შორის შუალედში, ჭამამდე 1 საათით ადრე ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
უკუჩვენება
კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ასაკი 3 წლამდე, ორსულობა და ლაქტაცია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზიები, კუჭისა და ნაწლავური სისხლდენები, ნაწლავური გაუვალობა.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 0-დან 25°C ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ომნიფარმა კიევი, უკრაინა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook