თიმოლოლ-პოსი® – TIMOLOL-POS®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): თიამინი/ TIMOLOL MALEATA

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგლაუკომური საშუალება (ბეტა1 და ბეტა2ადრენობლოკატორი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0,25%: ფლაკონში 5 მლ საწვეთურით, შეფუთვაში 1 ც.
1 მლ
თიმოლოლის მალეატი……………  3.42 მგ,
მათ შორის თომოლოლი…………   2.5 მგ
თვალის წვეთები 0,5%: ფლაკონში 5 მლ საწვეთურით, შეფუთვაში 1 ც.
1 მლ
თიმოლოლის მალეატი……………  6.84 მგ,
მათ შორის თიმოლოლი………….. 5.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,05 მგ (კონსერვანტი), ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, წყალი ინექციებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
თიმოლოლ მალეატი (თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების აქტიური კომპონენტი) წარმოადგენს ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების არასელექტურ ბლოკატორს, რომელსაც არ გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური და კარდიოდეპრესიული ეფექტი. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადა იწვევს თვალის ნამის პროდუქციის შემცირებას და აუმჯობესებს მის უკუდენას. ეფექტი თავს იჩენს ნორმალური საწყისი და, განსაკუთრებით აწეული თვალშიდა წნევის დროს. ჩვეულებრივ, ეფექტი ვლინდება კონიუქტივალურ პარკში თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს 1-2 საათის შემდეგ და გრძელდება 24 სათი.
ჩვენებები:
თიმოლოლპოსი ინიშნება:
მომატებული თვალის შიდა წნევის დროს;
ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს;
აფაკიური გლაუკომის დროს;
თანდაყოლილი გლაუკომის დროს, როდესაც სხვა თერაპიული ღონისძიება არასაკმარისია. გამოიყენეთ, მხოლოდ ექიმის დანიშვნით!
დოზირების რეჟიმი:
ექიმის სხვა რეკომენდაციების არარსებობის დროს, ზუსტად უნდა შესრულდეს თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების გამოყენების მოცემული ინსტრუქცია.
თიმოლოლ-პოსის იწვეთებენ კონიუქტივალურ პარკში დღეში 1-2 წვეთს. ამისათვის აუცილებელია მოიხსნას ფლაკონის მფარავი პატარა ხუფი, გადმოატრიალოთ ფლაკონი და მის კორპუსზე სუსტად დაჭერით ჩაიწვეთოთ წვეთების საჭირო რაოდენობა კონიუქტივალურ პარკში. ხისტი კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნას ჩაწვეთებამდე და უკან ჩაისვას არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
პრეპარატი თიმოლოლ-პოსის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად.
რადგან თიმოლოლ-პოს პრეპარატის ჰიპოტენზიული მოქმედება ვითარდება თანდათანობით, ანუ თვალის შიდა წნევის დაწევა ხდება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია რეგულარულად აკონტროლოთ თვალის შიდა წნევა თიმოლოლ-პოს თვალის წვეთების დოზირების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევისათვის.
საჭიროებისამებრ, დოზირება შეიძლება შემცირებულ იქნას 1-2 წვეთამდე დღეში.
გვერდითი მოვლენები:
თუ თიმოლოლ-პოსით მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში ან თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
თვალის გაღიზიანება, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, კერატიტის სახით.
ჩაწვეთებისთანავე მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე ცვლილება, თვალების “სიმშრალის” გრძნობა.
სისტემური გვერდითი ეფექტი გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, სინკოპალური მდგომარეობა, ცერებროვასკულარული ინსულტი, ცერებრალური იშემია, ბრადიკარდია, არითმია, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა გულის გაჩერებამდეც კი, გულის უკმარისობა.
სისტემური გვერდითი ეფექტი სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ფილტვის უკმარისობა, ქოშინი.
სისტემური გვერდითი ეფექტი კანის საფარის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა (ეგზანთემა, ურტიკარია, ალოპეცია).
სისტემური სხვა გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, თავბრუსხვევა, დეპრესია.
* ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის სურათის შენიღბვას შაქრიანი დიაბეტის დროს.
* ყველა ავადმყოფისთვის, ვინც იყენებს თიმოლოლ-პოს პრეპარატს გლაუკომის სამკურნალოდ, რეკომენდებულია განახორციელონ რქოვანას საკონტროლო გასინჯვა და თვალშიდა წნევის გაზომვა დროის თანაბარ მონაკვეთებში.
* გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ მკურნალ ექიმს (ოფთალმოლოგს).
უკუჩვენებები:
*ბრონქული ასთმა, ბრონქების ზერეაქტიულობა;
*ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;
*სინუსური ბრადიკარდია;
*II და III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური გამტარობის დარღვევა;
*II-III ხარისხის გულის უკმარისობა;
*კარდიოგენული შოკი;
*პრეპარატის კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა;
*მძიმე ვაზომოტორული რინიტი;
*რქოვანას დისტროფიები.
ორსულობა და ლაქტაცია:
ბავშვებში, ორსულობასა და ლაქტაციის დროს თიმოლოლ-პოს პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. შესაძლებელია პრეპარატი გამოყენებულ იქნას ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით, ორსულებისა და მეძუძური დედების მკურნალობისთვის, მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
თუ პრეპარატი გამოიყენებოდა უშუალოდ მშობიარობამდე, ან ძუძუს წოვების დროს, მაშინ ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ან მეძუძური დედის თიმოლოლ-პოს პრეპარატით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები:
თიმოლოლ-პოსით მკურნალობის დროს არ უნდა იყოს გამოყენებული რბილი კონტაქტური ლინზები. თუ პაციენტი მკურნალი ექიმის ნებართვით აგრძელებს მაგარი კონტაქტური ლინზების გამოყენებას თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე, რეკომენდებულია მოიხსნას კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთოს ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
თიმოლოლ-პოსის უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება უშუალოდ მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ადრენალინის შემცველი თვალის წვეთების თანხმლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გუგის გაფართოება.
– თიმოლოლ-პოსის სპეციფიკური მოქმედება (თვალშიდა წნევის დაწევა) ძლიერდება ადრენალინისა და პილოკარპინის შემცველი თვალის პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს.
– სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თითოეული პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობის გაძლიერება (თიმოლოლ-პოსის მიერ გაძლიერებული იქნება როგორც თვალშიდა წნევის დაწევა, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ბეტა-ბლოკერების ზემოქმედება).
-ჰიპოტენზია და ბრადიკარდია შეიძლება პოტენცირებულ იქნას თიმოლოლ-პოსისა და კალციუმის ანტაგონისტების, კატექოლამინების გამომანთავისუფლებელი პრეპარატების და ბეტაბლოკატორების ერთობლივი გამოყენების დროს.
-თიმოლოლ-პოსი აძლიერებს მიორელაქსანტების მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია პრეპარატის აკრძალვა საერთო ნარკოზის გამოყენებით ქირურგიულ ჩარევამდე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. თიმოლოლ-პოსი გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან არა უმეტეს 4 კვირის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: GmbH, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook