თიორიდაზინი – THIORIDAZINE

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
თიორიდაზინი წარმოადგენს ფენოთიაზინის პიპერიდინულ წარმოებულს. მას გააჩნია ანტიფსიქოზური, ზომიერი სედაციური, სუსტი ანტიჰისტამინური და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ასევე იწვევს ჰიპოტენზიას და ხასიათდება ანტიქოლინერგული თვისებებით. მისი მოქმედების მექანიზმი რეალიზდება თავის ტვინის მეზოლიმბურ სტრუქტურების არეში დოფამინო რეცეპტორების ბლოკირების შედეგად. იგი ამცირებს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამოყოფას, ამავე დროს ზრდის პროლაქტინის პროდუქციას. პრეპარატს გააჩნია ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირების უნარი.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები მწირია. იგი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს და გამოიყოფა თირკმელებით და ნაღველთან ერთად.
ჩვენებები
შიზოფრენია;
აგზნებით მიმდინარე ფსიქოზები;
აგრესიულობა;
შფოთვით და აჟიტირებით მიმდინარე ნევროზი;
ჰანტინგტონის დაავადება.
დოზირების რეჟიმი
თიორიდაზინის დოზა ინდივიდუალურად დგინდება.
– რეკომენდებული დღიური დოზა 12 წლის ასაკის ზემოთ 20-800 მგ განაწილებული 2-4 მიღებაზე. მკურნალობა გრძელდება 5 კვირის განმავლობაში.
– მაქსიმალური დოზა მოზრდილებში შეადგენს 800 მგ დღეში.
– 1-5 წლის ბავშვებში რეკომენდული დოზაა 1 მგ/კგ დღეში;
–  5 წლის ასაკის ზემოთ – 75-100 მგ დღეში. მძიმე შემთხვევებში დოზა იზრდება 300 მგ-მდე დღეში. დოზა ნაწილდება 2-4 მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
აღინიშნება ძალიანობა, მოტორული აგზნება, პოსტურალური ჰიპოტენზია, მხედველობის დაბინდვა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები ხანგრძლივი გამოყენებისას, პირის სიმშრალე, დიარეა, ქოლესტაზი, არითმია, ეკგ-ზე QT-ს გახანგრძლივება, დისმენორეა, ეაკულაციის დათრგუნვა, გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად აგრანულოციტოზი.
უკუჩვენებები
* დეპრესია;
* კომატოზური მდგომარეობა;
* ცნს-ს დათრგუნვა;
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
* 1 წლამდე ასაკის ბავშვებში;
* მომატებული მგრძნობელობა თიორიდაზინისადმი;
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თიორიდაზინით მკურნალობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის და ფილტვების მძიმე დაავადებების დროს;
♦ პარკინსონის დაავადებისას;
♦ პროსტატის ჰიპერტროფიის;
♦ მიასთენიის;
♦ ეპილეფსიის და ფეოქრომოციტომის დროს;
♦ ღვიძლის დაავადებისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი; თიორიდაზინით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება;
♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენებისას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა პრეპარატებთან და ეთანოლთან ერთად თიორიდაზინის გამოყენება აძლიერებს ცნს-ის დეპრესიას, პრეპარატი ამცირებს გუანეტიდინის, კლონიდინის, ლევოდოპას მოქმედებას, აქვეითებს ფენობარბიტალის კონცენტრაციას პლაზმაში, ამცირებს ანტიკოაგულანტების და ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტს.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook