ინჰიბეისი® – INHIBACE®

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ცილაზაპრილი/CILAZAPRIL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H2- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
ცილაზაპრილი…………..  2.5 მგ
1 ტაბ.
ცილაზაპრილი…………… 5.0 მგ
ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს დამხმარე საშუალებად (კომბინაციაში საგულე გლიკოზიდებთან და/ან დიურეტიკებთან).
მიღების წესი:
ინჰიბეისი მიიღება 1–ჯერ დღეში, რამდენადაც საკვების მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შეწოვაზე, პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგც, მხოლოდ დღის ერთსა და იმავე დროს.
არტერიული ჰიპერტენზიისას:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1–1.25მგ 1–ჯერ დღეში. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად არტერული წნევის დინამიკის მიხედვით. ინჰიბეისის დოზის სტანდარტული დიაპაზონი შეადგენს – 2.5–დან 5 მგ–მდე 1–ჯერ დღეში.
თუ 5მგ 1–ჯერ დღეში დოზაზე არტერიული წნევა არასაკმარისად ქვეითდება, ჰიპოტენზიური ეფექტის გასაძლიერებლად საჭიროა ერთდროულად კალიუმის გამომყვანი დიურეტიკის მცირე დოზით დანიშვნა.
რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს ინჰიბეისი ინიშნება დოზით 500მკგ ან ნაკლები 1–ჯერ დღეში, რადგანაც ასეთ ავადმყოფებში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ვიდრე სხვა გენეზის ჰიპერტენზიისას. შემანარჩუნებელ დოზას არჩევენ ინდივიდუალურად.
ავადმყოფები არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკს: იმისათვის რომ დაქვეითდეს სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობა, დიურეტიკი უნდა მოიხსნას ინჰიბეისით მკურნალობის დანიშვნამდე 2–3 დღით ადრე. აუცილებლობისას მისი მიღება შეიძლება განახლდეს. რეკომენდებული საწყისი დოზა ასეთი ავადმყოფებისათვის ინიშნება 500მკგ 1–ჯერ დღეში.
გულის ქრონიკული უკმარისობა: ინჰიბეისით მკურნალობა იწყება 500მკგ 1–ჯერ დღეში. მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. პრეპარატის ამტანობისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს უმცირეს შემანარჩუნებელ დოზამდე 1მგ დღეში. დოზის შემდგომი შერჩევა ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ საზღვრებშია 1–2.5 მგ/დღეში, რაც წარმოებს მკურნალობაზე ავადმყოფის რეაქციის საფუძველზე. მაქსიმალური დოზაა 5მგ 1–ჯერ დღეში.
კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცილაზაპრილატის კლირენსი ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით კოლერილებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ გულის ქრონიკული უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით  დაავადებულებში საჭიროა დოზის კორექტირება, შესაძლოა დოზის დაკლება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
დოზირების რეკომენდებული რეჟიმი:

კრეატინინის კლირენსი საწყისი დოზა მაქსიმალური დოზა
> 40მლ/წთ 1მგ 1–ჯერ/დღეში 5 მგ 1–ჯერ/დღეში
10–40 მლ/წთ 500 მკგ 1–ჯერ/დღეში 2.5 მგ 1–ჯერ/დღეში
> 10 მლ/წთ 250–500 მკგ 1–2–ჯერ/კვირასი არტერიული წნევის დინამიკის მიხედვით

თუ გამონაკლის შემთხვევაში ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებს ესაჭიროებათ ცილაზაპრილით მკურნალობა, მაშინ პრეპარატი უნდა დაინიშნოს დიდი სიფრთხილით 250–500მკგ 1–ჯერ/დღეში საწყისი დოზით, რადგანაც შეიძლება განვითარდეს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
ხანდაზმულებში არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ინჰიბეისის საწყისი დოზა შეადგენს 0.5–1.25 მგ/დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რაც დამოკიდებულია პრეპარატის ინდივიდუალურ ამტანობასა და ავადმყოფის რეაქციაზე, მის კლინიკურ მდგომარეობაზე.
ხანდაზმულებში გულის უკმარისობით და ერთდროულად მაღალ დოზებში დიურეტიკების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო, მკაცრად დაცული უნდა იყოს საწყისი დოზა 500მკგ.
გვერდითი მოქმედება:
ცნსის მხრივ: შედარებით ხშირად – თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: 2%–ზე ნაკლები: – სისუსტე, არტერიული ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპონატრიემიით და ჰიპოვოლემიით, გამოწვეული დიეტით, დიარეით, მიღებული დიურეტიკებით, უმარილო დიეტით ან დიალიზით.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: 2%–ზე ნაკლები – დისპეფსია, როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას, აღწერილია ანგიონევროტული შეშუპების  შემთხვევები, თუმცა იშვიათად; თუ შეშუპება ვრცელდება სახეზე, ტუჩებზე, ენაზე, ხმის აპარატზე და/ან ხორხზე ინჰიბეისის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
სხვა: 2%–ზე ნაკლები – გამონაყარი და ხველა.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: იშვიათად – მცირე, ხშირად შექცევადი გაზრდა სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანის (ასე ძირითად ხდება ავადმყოფებში თირკმლის არტერიის სტენოზით ან თირკმლის უკმარისობით, მაგრამ ზოგჯერ თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროსაც, განსაკუთრებით მათში ვინც ერთდროულად  დიურეტიკებს ღებულობს).
ავადმყოფებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დაკავშირებული რენინ–ანგიოტენზინ–ალდოსტერონულ სისტემაზე, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობის დროს, თირკმლის არტერიის სტენოზის დროს და თირკმელების სხვა დაავადებებისას, ინჰიბეისით მკურნალობამ ისევე როგორც სხვა აგფ–ინჰიბიტორებით, შეიძლება გამოიწვიოს შარდოვანას აზოტის მომატება სისხლში და შრატში კრეატინინისა. თუმცა ინჰიბეისის და/ან დიურეტიკების შეწყვეტის შემდეგ ეს ცვლილებები შექცევადია, აღწერილია თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა და ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ზოგჯერ აღინიშნა ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის და/ან ლეიკოციტების  დონის შემცირება, თუმცა ამ ცვლილებების კავშირი ინჰიბეისის მიღებასთან არ იქნა დადგენილი.
უმრავლეს შემთხვევაში გვერდითი რეაქციები მსუბუქი ან ზომიერია, აქვს გარდამავალი ხასიათი და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენებები:
* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება(მათ შორის მემკვიდრეობითი, იდიოპათიური, ან სხვა აგფ–ინჰიბიტორის გამოყენებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება).
* თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი;
* ჰიპერკალიემია;
* პორფირია;
* ორსულობა;
* ლაქტაციის პერიოდი;
* ჰემოდიალიზი ან ჰემოფილტრაცია;
* მომატებული მგრძნობელობა ცილაზაპრილის ან სხვა აგფ–ინჰიბიტრების მიმართ.
სიფრთხილით მიიღება თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას (1გ/დღეღამეში), სისხლმიმოქცევის მწვავე უკმარისობისას, მძიმე აუტოიმუნური დაავადებებისას (მათ შორის სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), არტერიული ჰიპოტენზია, მიტრალური სტენოზი, აორტის რკალის სტენოზი, გულის იშემიური დაავადებისას, თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტისას, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვისას, პოდაგრისას, ჰიპერურიკემიისას, საკვებში მარილის შეზღუდული გამოყენების დროს, ღვიძლის ციროზის დროს, ცირკულაციური სისხლის მოცულობის დაქვეითებისას (მათ შორის დიარეა, ღებინება), ფილტვების ობსტრუქციული დაავადების დროს;
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში  (უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი).
ორსულობა და ლაქტაცია:
ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კლინიკური კვლევები ორსულობის  დროს პრეპარატის უსაფრთხოებაზე  არ ჩატარებულა. სხვა აგფ– ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა მცირეწყლიანობა, ჰიპოტენზია და/ან ანურია ახალშობილებში.
ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში აგფ–ინჰიბიტორებმა ტოქსიური გავლენა მოახდინა ნაყოფზე. შესაბამისი მონაცემების უქონლობის გამო ორსული  გაფრთხილებული უნდა იყოს შესაძლო რისკზე.
ინჰიბეისი არ უნდა დაინიშნოს ლაქტაციის დროსაც.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე 250C ტემპერატურაზე.
ვადა – 3 წელი.
მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook