იოდი ლაროფარმა / iodide

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

1. რას წარმოადგენს საკვები დანამატი იოდი ლაროფარმა 150 მგ
საკვები დანამატი იოდი ლაროფარმა 150 მგ შეიცავს იოდს კალიუმის იოდიდის სახით.
იოდი ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას და უზრუნველყოფს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.
იოდი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის და კოგნიტიური ფუნქციის ნორმალურ ფუნქციონირებას.

2. გამოყენების წესი
მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

3. შესაძლო გვერდითი მოვლენები. მოცემულ დანამატთან შეუთავსებელი პრეპარატები და სხვა გაფრთხილებები.
უკუჩვენებები
საკვები დანამატი უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობის დროს პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ჰიპერთირეოზის დროს.
იოდით მკურნალობას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი ჰიპერთირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის კვანძების და კარცინომის მკურნალობისას რადიოაქტიური იოდით.

სპეციალური გაფრთხილებები
საჭიროა სიფრთხილის დაცვა პირებში ჰიპერტირეოზის ან ჰიპოთირეოზის ლატენტური ფორმით.
ბავშვებსა და მოზარდებში კალიუმის იოდიდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან
გადაჭარბებული იოდი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ეფექტს ჰიპერთირეოზის დროს.
ლითიუმის და იოდის მაღალი დოზების ერთდროული მიღება, რომლებიც აინჰიბირებენ ჰორმონების სეკრეციას, დადებითად მოქმედებს ჩიყვსა და ჰიპოთირეოზზე.
კალიუმის იოდიდის მაღალმა დოზებმა კალიუმის შემცველ დიურეზულებთან კომბინაციაში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

ორსულობა და ძუძუთი კვება
იოდი აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში, ამიტომ საკვების დანამატის მიღება ორსული და მეძუძური ქალების მიერ შეიძლება მხოლოდ ექიმის რჩევით.

გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი, თუ სწორად არის დაცული წინამდებარე ინსტრუქციაში აღწერილი დოზები და გამოყენების წესი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: კუჭის მუშაობის დარღვევა, გულისრევა, რკინის გემო პირში, ჭარბი ნერწყვის გამოყოფა.
მომატებულმა მგრძნობელობამ იოდის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: ბრონქოსპაზმი, ლიმფური კვანძების ზრდამ სახსრების ტკივილი და ცხელება.
გართულებების ან სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი წინადებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.


გაფრთხილება

პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას!
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ რაციონს და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ქრონიკული დაავადებების ან ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან საკვები დანამატის მიღების შესახებ.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე (EXP).

4. შენახვის წესები
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

5. დამატებითი ინფორმაცია
ინგრედიენტები: სტაბილიზატორები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი; შემავსებელი: ლაქტოზას მონოჰიდრატი;  შეტკეპნის საწინააღმდეგო ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური; კალიუმის იოდიდი.

შეფუთვა: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 1 ბლისტერს 20 ტაბლეტით.
გამოშვების ფორმა: 150 მგ ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook