გლურენორმი – GLURENORM

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლურენორმი – GLURENORM -ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): გლიქვიდონი/GLIQUIDONE

გლურენორმი – GLURENORM-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიპოგლიკემიური საშუალება.


გლურენორმი – GLURENORM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოშვების ფორმა:
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
გლიქვიდონი…………  30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, სიმინდის მშრალი სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლურენორმი ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის პროდუქციას.
ფარმაკოკინეტიკა:
გლურენორმი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 500-700 ნგ/მლ 0.5-1 საათში აღინიშნება, ხოლო 1 საათში 50%-ით ქვეითდება.
გლურენორმი ღვიძლში განიცდის სრულ მეტაბოლიზმს. მეტაბოლიტების ძირითადი ნაწილი ნაღველთან და განავალთან ერთად გამოიყოფა, უმნიშვნელო ნაწილი კი შარდთან ერთად. დოზის და მიღების გზის მიუხედავად შარდში (მეტაბოლიტების სახით) პრეპარატის მიღებული დოზის მხოლოდ 5% აღინიშნება. გლურენორმის რეგულარულად მიღების მიუხედავად, შარდთან ერთად მისი გამოყოფა მინიმალურია.
ჩვენებები:
II ტიპის შაქრიანი დიაბეტი საშუალო და ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში (დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში)
მიღების წესები და დოზირება:
აუცილებელია ექიმის რეკომენდაციის მკაცრი დაცვა. დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა.
საწყისი დოზა: 0.5 ტაბლეტი (15 მგ) საუზმის დროს. საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციის თანახმად, დასაშვებია დოზის თანდათანობითი გაზრდა.
სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 ტაბლეტამდე (120 მგ) ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერებას არ იწვევს.
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის სხვა მსგავსი მოქმედების მექანიზმის მქონე საშუალებით შეცვლისას საწყისი დოზის განსაზღვრა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში საწყისი  დოზა ძირითადად 1/2-1 ტაბლეტის (15-30 მგ) ტოლია. დოზის შემდგომი ზრდა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
თუ გლურენორმის სადღეღამისო დოზა 12 ტაბლეტს (60 მგ) არ აღემატება, მისი მიღება შესაძლებელია ერთჯერადად საუზმის დროს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეპარატის სადღეღამისო დოზის ორჯერადად მიღებისას თერაპიული ეფექტი უმჯობესდება.
გლურენორმი უნდა იქნეს მიღებული ჭამის დროს უშუალოდ საკვების მიღების წინ.
გვერდითი მოთვლენები:
იშვიათად: ჰიპოგლიკემიური რეაქციები, კანის ალერგიული რეაქცები, სისხლმბადი სისტემის მხრივ ცვლილელები და კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები.
უკუჩვენებები:
* I ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული);
*დიაბეტური კეტოაციდოზი, პრეკომა, კომა;
*მომატებული მგრძნობელობა სულფანილშარდოვანას ან სულფანილამიდების წარმოებულების მიმართ;
*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდები.
განსაკუთრებული მითითებები:
მიუხედავად იმისა, რომ გლურენორმი შარდთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა და თირკმელების დაავადების დროს ხასიათდება კარგი ტოლერანტობით, თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობის ფონზე პრეპარატით მკურნალობა ექიმის გულმოდგინე მეთვალყურეობას საჭიროებს.
დაორსულების შემთხვევაში ავადმყოფმა პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
დიაბეტის ფონზე ავადმყოფებს აღენიშნებათ მიდრეკილება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევების მხრივ, რომელთა განვითარების რისკის შემცირება დიეტის მკაცრი დაცვით არის შესაძლებელი. პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები ვერ ცვლიან სამკურნალო დიეტას, რომელიც ავადმყოფის სხეულის მასის კონტროლის საშუალებას იძლევა. რეკომენდებული დოზირების დარღვევა, შაქრის, კამფეტების ან ტკბილი სასმელების მიღება ხელს უშლის ჰიპოგლიკემიური ეფექტის განვითარებას. ჰიპოგლიკემიური რეაქციის გახანგრძლივების შემთხვევაში საჭირო დაუყოვნებელი ღონისძიებების ჩატარება.
გლურენორმით მკურნალობისას ცხელების, გამონაყარის ან გულისრევის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გლურენორმით მკურნალობისას ალერგიული რეაქციის განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალების ან ინსულინის დანიშვნა.
გლურენორმის დოზის შერჩევის ან სხვა პრეპარატით მისი შეცვლის დროს დაუშვებელია იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.
ჭარბი დოზირება:
ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა, კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ ცვლილებები. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია გლუკოზის პერორალური ან ინტრავენური შეყვანა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სალიცილატები, სულფანილამიდები, ფენილბუტაზონის ნაწარმები, ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინები, კუმარინის ნაწარმები, ციკლოფოსფამიდი, მაო-ს ინჰიბიტორები და ბეტა-ადრენობლოკატორები აძლიერებენ სულფანილშარდოვანას ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.
ქლორპრომაზინი, სიმპათომიმეტური საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროდიები, თირეოდიული ჰორმონები, ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები და ნიკოტინრის მჟავას შემცველი პრეპარატები ამცირებენ გლურენორმის ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.
გლურენორმი აქვეითებს ალკოჰოლის მიმართ ტოლერანტობას.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 Cტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
მწარმოებელი: BOEHRINGER INGELHEIM ELLAS,საბერძნეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook