დამამშვიდებელი წვეთები / SEDATIVE DROPS

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დამამშვიდებელი წვეთები / SEDATIVE DROPS-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

დამამშვიდებელი წვეთები / SEDATIVE DROPS-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები. ფიტოპრეპარატები


დამამშვიდებელი წვეთები / SEDATIVE DROPS მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს მცენარეების ნარევის სპირტიან ექსტრაქტს (1:2), კატაბალახას ფესვები 25წ.; მელისას ბალახი 25წ.; ანგელოზას ფესვები 20წ.; სვიის გირჩა 15წ.; Extractum ethanol (1:2) comp.ex.: valeriane radix – 25წ.; Melissae herba – 25წ.; Angelicae radix – 20წ.; Lupul istrobili – 15წ.; Lavandulae flos – 15წ.;)
ფარმაკოლოგიური თვისებები
დამამშვიდებელი წვეთები შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: ანგელიცინს – ანგელოზას ფესვების ფუროკუმარინების ჯგუფიდან, როზმარინის მჟავას, მელისას ბალახს ფენოლის მჟავას ჯგუფიდან, ვალეპოტრიატებს კატაბალახას ფესვების ირიდოიდური ტრიესტრების ჯგუფიდან, ლუპულინს (რომლებსაც შეიცავს სვიის გირჩები), აგრეთვე ლავანდას ფესვების ეთერის ზეთს. პრეპარატის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. პრეპარატი ცნს-ზე ავლენს დამამშვიდებელ მოქმედებას, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას. პრეპარატი რეკომენდებულია სტრესული მდგომარეობის, ფსიქო-ემოციური დაძაბულობის, ნევროზების, გაღიზიანებადობის, უძილობის დროს.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება. იგი აუმჯობესებს გულის მუშაობას ცნს-ის აგზნების დროს, გამოიყენება ნერვული აგზნებადობის, აგრეთვე გულისცემის სიხშირის მომატების, გულის არითმიის, ნევროზულ მდგომარეობით გამოწვეულ მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის დროს.
მიღების წესები და დოზები
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2-5 მლ (1 ჩაის კოვზი) 1-3-ჯერ დღეღამეში;
14 წლის ასაკის ბავშვებში: 15-20 წვეთი 1-3-ჯერ დღეღამეში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისი აუტანლობა ანგელოზას ფესვებში ფუროკუმარინების შემცველობის გამო.
უკუჩვენება
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მწვავე გასტრიტისა და 12-გოჯა ნაწლავის ანთების დროს, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის ზოგადი აღგზნება.
ორსულობა და ლაქტაცია
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატში შემავალი კომპონენტების დედის რძეში გამოყოფის შესახებ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც მისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია. სატრანსპორტო საშუალებების, მექანიკური დანადგარების და ფსიქო-ფიზიკური შრომის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი შეიცავს 50-57% ეთანოლს, რის გამოც რეკომენდებული დოზის გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედებას.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს აპათია, ძილიანობა.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-25ºC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 35გ შიგნით მისაღები წვეთები მინის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: გემი, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook